ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ახალი სკვერი და სტადიონი ინფრასტრუქტურის მოადგილემ კახა გულედანმა და გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ გახსნეს. ობიექტი, მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე, “გურია ნიუსში” გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დააფინანსა.
ადგილი, სადაც სკვერი და სტადიონი მოეწყო სამი თვის წინ ჭაობი იყო. სკვერის და სტადიონის მოწყობა შუაფარცხმაში 88 200 ლარი დაჯდა, თუმცა, პროექტს მიღმა, მშენებელმა კომპანიამ “შპს გზამშენი 18″ საკუთარი სახსრებით გზა დააგო და ბაშვებისთვის სათამშო ინვენტარიც შეიძინა.
პროექტი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს საჩუქრად არქიტექტორმა ლაშა შაფაძიქემ გადასცა.