ეს ფოტო ბორჯომში, სოფელ დაბაში, მდინარე ნაღვარევთან, ანუ დაბის წყალთან არის გადაღებული.
ამ ფოტოდან აშკარად ჩანს, რომ ბუნებას ზიანს მხოლოდ ხანძარი არ აყენებს და ნაგვის ამ გროვის “შემოქმედი” ხანძრის ხელოვნურად გამჩაღებელზე ნაკლებ დანაშაულს არ ჩადის!
და ყველაზე შემაშფოთებელი ისაა, რომ არც ადგილობრივ ხელისუფლებას და არც მოსახლეობას არანაირი რეაქცია არ აქვს!