გამოცემებმა “კოსმოპოლიტანმა” და “People” მკითხველებს შორის მორიგი ტრადიციული გამოკითხვა ჩაატარეს და დედამიწის ყველაზე მიმზიდველი მამაკაცი გამოავლინეს.
“კოსმოპოლიტანის” რჩეული ჰოლივუდის მსახიობი რაიან რეინოლდსი გახდა, “People”-ს მიერ ჩატარებულ მასშტაბურ გამოკითხვაში კი ჯგუფ “Maroon 5”-ის ფრონტმენმა, ადამ ლევინმა გაიმარჯვა.
აღსანიშნავია, რომ “კოსმოპოლიტანის” რჩეული რეინოლდსი წინა წელს სწორედ “People” -მ დაასახელა პლანეტის ყველაზე სექსუალურ მამაკაცად.
რეინოლდსისა და ლევინის გარდა, ორივე გამოცემის ათეულებში მოხვდნენ დევიდ ბექჰემი, ჰიუ ჯექმანი, ლაიამ ჰემსვორთი, ჩენინგ ტატუმი და ბრედლი კუპერი.