თელავში, სოფელ კურდღელაურში 42 წლის მამაკაცი მოკლეს.
ცხედარი სასაფლაოზე, გვიან ღამით თანასოფლელებმა იპოვეს. თვითმხილველების ცნობით მოკლულს ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ბრალდებული უკვე დაკავებულია და იგი დანაშაულს აღიარებს.
შსს-ის ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.