სტიქია, სუფსაწვიმა და უამინდობა ლანჩხუთში ამ დრომდე გრძელდება, რამაც, ძირითადად, პრობლემები მუნიციპალიტეტის ზღვის სანაპირო ზოლის მოსახლეობას შეუქმნა. სოფელ სუფსაში ძიერი წვიმის შედეგად ხუთი ოჯახი დაიტორა.
„უამინდობა ლანჩხუთში ამ დრომდე გრძელდება, მიღებული ინფორმაციით, სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულში ხუთი ოჯახია დატბორილი. სხვა ადმინისტრაციული ერთეულებში, ჯერჯერობით, უამინდობას რაიმე სახის მნიშვნელოვანი ზარალი არ მოჰყოლია, მხოლოდ ზოგ სოფლში შიდა გზებზე შეიქმნა პრობლემები“, _ ამბობს „გურია ნიუსთან“ საუბრისას გამგეობის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი მაკა სულაბერიძე.