“გურია ნიუსს“ განუწყვეტლივ უკავშირდებიან სასოწარკვეთილი მოქალაქეები და დახმარებას სთხოვენ. მათი თქმით, მათ საცხოვრებელ სახლებში მავნებელმა ფაროსანამ ინტენსიურად დაიწყო დაბინავება.
“ყველგან ფაროსანაა. ასეთი არაფერი გვინახავს. იქნებ, მოგვაქციოს ვინმემ ყურადღება. მარტო ჩვენ ვერ გავუმკლავდებით მავნებელს. ტელევიზიით და ადგილობრივი მედიით ვიგებთ, რომ დაწყებულია ფაროსანას საწინაღმდეგო სამუშაოები, ასევე, პრეპარატების დარიგება, რომელიც ჩვენამდე არ მოსულა. იქნებ ხმა მიაწვდინოთ კომპეტენტურ ორგანოებს, რომ მოგვაწოდონ ან გაგვაგებინონ, სად შეიძლება აღნიშნული პრეპარატის აღება“, _ ამბობს მოსახლეობა.
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურში „გურია ნიუსთან საუბრისას ამბობენ, რომ მიმდინარეობს ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატის და მისაზიდი ფირფიტის, ფერომონის დარიგება მოსახლეობაში. დარიგების პროცესი ორი დღის წინ დაიწყო და სავარაუდოდ, 3 დღეში დასრულდება.