საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატი ირაკლი კუჭავა ბუკისციხისა და იანეულის ამომრჩევლებს შეხვდა.
„ყველა ადამიანი, მით უფრო პოლიტიკოსი, მიცემული სიტყვისა და პირობის ერთგული უნდა იყოს. როცა ამირჩიეთ, მოგეცით პირობა, რომ გარემონტდებოდა კულტურის სახლი _ შესრულებულია; აშენდებოდა ახალი საბავშვო ბაღი _ მშენებლობა მიმდინარეობს და წლის ბოლოს დასულდება; რამდენიმე მონაკვეთზე დაიგო ასფალტო/ბეტონის საფარი, გაზიფიკაციის პროცესის დასრულების შემდეგ, გავაგრძელებთ შიდა სასოფლო გზების მოწესრიგებას.
იანეულში გაზიფიკაციის პრობლემა უკვე აღარ გვაქვს, წლის ბოლომდე სოფელი სრულად გაზიფიცირებული იქნება. დაპროექტდება ქვემო ერკეთი-მოედანა-იანეული-ბუკისციხის დამაკავშირებელი გზის მოასფალტება. სამუშაოების პირველი ეტაპი 2018 წელს დაიწყება,“ – განაცხადა მერობის კანდიდატმა მოსახლეობასთან.
შეხვედრაზე ირაკლი კუჭავამ ამომრჩევლებს თემის მაჟორიტარობის კანდიდატი ქეთევან სიხარულიძე წარუდგინა.