გლდანის მესამე მიკრორაიონში ერთი ლურჯი ავტობუსი მეორე ლურჯ ავტობუსს დაეჯახა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ერთ-ერთი მძღოლი ავტობუსის მართვის დროს შეუძლოდ გახდა, საჭე ვეღარ დაიმორჩილა და ავტობუსი დაუგორდა, რის შემდეგაც ის მეორე ავტობუსს შეეჯახა. შეჯახების შედეგად ორივე ავტობუსს მინები ჩაემსხვრა.
მძღოლს გადაუდებელი სასწრაფო-სამედიცინო დახმარება სასწრაფოს ბრიგადებმა აღმოუჩინეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.