ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიის ქვაბღის საარჩევნო უბანი, წინასწარი მონაცემებით, “ევროპული საქართველოს” კანდიდატმა გოჩა დუმბაძემ მოიგო. _მას 83 ხმა აქვს; 82 ხმა აქვს “ქართული ოცნების” კანდიდატს ალექსანდრე შარაშიძეს; 11 ხმა _ “ნაციონალების” კანდიდატს ჯემალ ბერიძეს; 8 ხმა _ “პატრიოტების” კანდიდატს ზურაბ ოსეფაიშვილს.
რაც შეეხება მერობის კანდიდატებს, აქ 119 ხმა აქვს “ოცნების” კანდიდატს ირაკლი კუჭავას; 2 ხმა _ “შენების მოძრაობის” კანდიდატს გოჩა მეგრელიშვილს; 1 ხმა _ “ლეიბორისტების” კანდიდატს ალექსანდრე მდინარაძეს; 14 ხმა _ “პატრიოტების” კანდიდატს მაია კუტუბიძეს; 9 ხმა _ “ნაციონალების” კანდიდატს დიმიტრი კორიფაძეს; 37 ხმა აქვს “ევროპული საქართველოს” კანდიდატს ლია ჩიგოგიძეს.
რაც შეეხება პარტიებს _ 109 ხმა აქვს “ქართულ ოცნებას”; 51 _ “ევროპულ საქართველოს”; 10 _ “ნაციონალებს”; 8 _ “პატრიოტთა ალიანსს”.