ლანჩხუთის მოქმედი საკრებულოს წევრი და ფრაქცია „ლანჩხუთი ევროატლანტიკური მომავლისთვის“ თავმჯდომარე, ელგუჯა ჩხაიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ პოლიტიკურ საქმიანობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.
„გადავწყვიტე ჩამოვშორდე პოლიტიკურ საქმიანობას. ალბათ, ბევრს მოვაბეზრე თავი. ქვეყანაში, სადაც განსხვავებული აზრი მტრობად მიაჩნიათ, არ ღირს გარისკო საკუთარი თავი, ოჯახი, უხერხულობები შეუქმნა ახლობლებს. ასე რომ, მშვიდობით პოლიტიკავ! დანარჩენი ცხოვრება ჩემს თავს უნდა მივუძღვნა“, _ წერს ჩხაიძე.
ელგუჯა ჩხაიძემ 21 ოქტომბრის არჩევნებამდე, დაახლობით, ერთი თვით ადრე ჩაიბარა გიორგი ვაშაძის პარტიის „ხალი საქართველოსთვის“ თავმჯდომარეობა ლანჩხუთში და არჩევნებისთვის პარტიულ სიასაც ედგა სათავეში. საბოლოოდ, პარტიამ 362 ხმა (2,22%) მიიღო ამ არჩევნებზე და ჩხაიძეც საკრებულოს მანდატის გარეშე დარჩა.