https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ნამდვილი ამბავი (მეორე ნაწილი)

10:11; 10.11.2017
კულტურა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ორი თვის შემდეგ.

სექტემბრის ერთ ადრიან დილას, სოფლის სხვადასხვა ადგილიდან ტყის მიმართულებით შვიდი ცხენოსანი დაიძრა. მათ შორის იყვნენ უკვე მთლად გამოჯანმრთელებული ძმები ჩავლეიშვილები, თუმცა შალვას იმ  ინციდენტის შედეგად ნაიარევი დარჩა შუბლზე და ხანდახან თავის ტკივილი აწუხებდა. 

ცხენოსნები ტყის განაპირას შეიკრიბნენ. გურული ჯანყის მომსწრე მუხის ფუღუროში წინასწარ გადამალული ბერდანებით და ნაგანებით შეიარაღდნენ, მოახტნენ ისევ ცხენებს და რკინიგზის ლიანდაგებისაკენ თოხარიკით გასწიეს.

გურულები ბათუმიდან წამოსულ მატარებელს ელოდებოდნენ.

ამ მატარებლით გენერალი მივლინებით თბილისს მიემგზავრებოდა. ეს ამბავი სოფელში დათა ექიმისაგან მოვიდა, რომელსაც სამხედრო ადმინისტრაციაში ახლობელი ჰყავდა. ცემის ამბავი სოფელს თითქმის დავიწყებული ჰქონდა, მაგრამ არა ამ ახალგაზრდებს. სამაგიეროს გადახდისაკენ ბიჭები შალვამ და კიკიამ შეაგულიანეს, იმ ქოფაკს და ძუნკალს რავა უნდა შევარჩინოთო. ისინი შესაფერის მომენტს ელოდნენ და ეს დროც დადგა.

ექიმის მიერ მოწოდებული ცნობით, გენერალს თან ერთი ქალბატონი და ორი მცველი ახლდა. გზად მატარებელს სოფელი უნდა გამოევლო, თუმცა კი იქ მატარებელი არ ჩერდებოდა. -ჩვენი ნება არაა, სადაც გვინდებიან იქინე გავაჩერებთო,- იძახდნენ ბიჭები.

-ბიჭეფო, გეტყვით ორ ღერ ენას და მოუსმინეთ ბერიკაცს, -არიგებდა მათ გეგმას გაცნობილი თანასოფლელი, ნაფირალარი და მთავრობას შერიგებული ივანე კეჭაყმაძე,-მარტუაი გენერლის გალახვით ყველაკაცი მიხთება ვინც ხართ და მერე უყარე კაკალი. პირაუკონელები არ ახვიდეთ მატარებელში, თვარა გიცნობენ. ისთე მეიქეცით რავარც ფილარები, ვითამ გაძარცვა გინდებიან, წამეიღეთ რაც მოგეწონებათ, ოღონდ ნამეტანს ნუ იზამთ.

მატარებლის გაჩერება და გაძარცვა ჩვეულებრივ საქმედ გურიაში 1905 წლის რევოლუციის დროს იქცა. განსაკუთრებით აქტიურობდნენ წითელრაზმელები, რომელთაც იარაღი სჭირდებოდათ, თუმცა მათ ხშირად სოფლის მოსახლეობაც ახლდა თან და იარაღთან ერთად სხვა რამე რუმეებითაც ითბობდნენ ხელს. ერთხელ სუფსასში განლაგებულმა წითელრაზმელებმა მიიღეს ცნობა რომ ბათუმიდან თბილისში მატარებლით იარაღი გადაჰქონდათ. მათ მოანგრიეს ტელეგრაფის ბოძები, აყარეს ლიანდაგები და ჯუმათში მატარებელი გააჩერეს, რომლითაც თოფებითა და ნაგანით სავსე რამდენიმე ყუთი გადაჰქონდა. იარაღი დროგებსა და ურმებზე გადააწყვეს და გზას გაუდგნენ. ნატანებში ამ დროს იდგა კაზაკთა ჯგუფი, მათ შეიტყვეეს ძარცვის ამბავი და მივიდნენ გაჩერებულ მატარებელთან, მაგრამ იქ მხოლოდ ახლომდებარე სოფლის მცხოვრებლები – ქალები, ბავშვები და მოხუცები დახვდათ. კაზაკებმა მათრახებით დაუწყეს ცემა უიარაღო ადამიანებს, კივილ-წივილზე წითელრაზმელთა ჯგუფი უკან შეტრიალდა, მოხდა შეტაკება. ორმხრივ სროლაში რვა კაზაკი მოკლეს, რაზმელებიდან კი დაიღუპა რაზმის უფროსი. კაზკებმა უკან დაიხიეს. ,,კუდით ქვა ვასროლიეთო”, -სიამაყით იძახდა ამ ოპერაციის მონაწილე წითელრაზმელი ისიდორე, მას მერე ნატანებში დანაკებული კაზაკები მშვიდად იყვენო და ხელს არაკაცს არ ახლებდენო.

გზაშო კიკია განგებ ჩამორჩა დანარჩენებს და შალვას გაუსწორდა. კიკია თენეიშვილის მამა სიკო, კირილესთან ერთად იბრძოდა. ბათუმთან ბრძოლაში მძიმედ დაიჭრა, ბრძოლის ველიდან ის კირილემ გამოიყვანა. როცა სიკო გარდაიცვალა, კირილე ობლებს, კიკიას და მის და-ძმებს, რითაც შეეძლო ეხმარებოდა. შალვა და კიკიაც ბავშვობიდან ერთად იზრდებოდნენ.

-ნიკოია რეიზა წამეიყვანე?-დაბალი ხმით ჰკითხა შალვას.

-აბა რაი უნდა მექნა, არ წამომეყვანა?-გაუკირდა შალვას.

-არ მჯერა მე მისი.

-რეიზა, რას ერჩი.

-ნამეტანი წუწკია. მერე, პირში ენა არ უჩერდება, რაცხა ხიფათი არ მოგვაწიოს.

-კაი, ამიზა ნუ დარდობ, ყოლიფერი კარგათ იქნება.

-ღმერთმა გისმინოს.

უკვე მესამე საათი გავიდა, რაც შვიდი გურული ტყით დაფარულ გორაკზე იდგა და უთვალთვალებდა რკინიგზის ლიანდაგს.

მანუჩარას მოუთმენლობა დაეტყო.

-რაია აგი, ამდენ ხანს რომ გვაცთიებენ.

-არ იცოდენ, შენ რომ აქანაი ცთებოდი,Dთვარა გენერალი გადმევიდოდა ვაგონიდან და მიაწობოდა მატარებელს, ჩქარა თუარა მოკვდა მანუჩარა საცოდავი ყურყუტითო.

ატყდა ხარხარი, კიკიამ კი ყველას აჩუმებდა.

-ჩუ, ჩუ, წისქვილში ხომ არ ხართ! მთელ დუნიას გინდა გააგებიოთ?

გაისმა მატარებლის საყვირის ხმა.

      -ე, დუუფშტვინა პოეზდმა.

-გესმის ხომ? მოდის, მოდის!-თქვა შალვამ.

მოსახვევში ორთქმავალი გამოჩნდა. ბიჭებმა ცხენები ერთად შეაჯგუფეს და სახეზე ყაბალახები აიკრეს.

-აბა ჰე!

-რავა გოუკვირდება ჩვენი დანახვა!

      მატარებელი აღმართს მძიმედ შეუდგა და სიჩქარეს მოუკლო, ამით ისარგებლეს თავდამსხმელებმა და როგორც კი ის ბიჭების სამალავს გაუსწორდა ბუჩქებიდან ნაგანშემართული ვასილა გამოვარდა, შეახტა ორთქმავალს და გაკვირვებულ მემანქანეებს იარაღი მიუშვირა.

-გააჩერეთ მატარებელი, თვარა გაგათავეთ ადგილზე!

-აღმართზე როგორ გავაჩერო, სწორეზე რო გავალ მაშვინ გავაჩერებ მხოლოდ,-უპასუხა შეშინებულმა მემანქანემ.

-კაი მარა ჭკუით იცოდე. გეიჩოჩე პაწე იქეთ!

მან ბიჭებს და ხელით ანიშნა მისკენ წამოსულიყვნენ. სულ ასიოდე მეტრში ვაკეზე გასული მატარებელი ქოშინით გაჩერდა.

გაჩერებისთანავე ტყიდან სხვებიც გამოენთნენ. ვაგონების ფანჯრებიდან ცნობისმოყვარე მგზავრების სახეები გამოჩნდა.

-რა იყო, რა მოხდა?

-რატომ გავჩერდით?

პირველი ვაგონიდან შეიარაღებული კაზაკი ჩამოვიდა.

-Эй, в чем дело! Почему остановились?

მის ზურგს უკან თითქოს მიწიდან ამოძვრაო თოფმომარჯვებული შალვა გაჩნდა.

-ბრასაი ვინტოვკა!

კაზაკი მისკენ შეტრიალდა.

-Чего?-კაზაკმა თოფის გადატენვა სცადა.

-ჩეგო და დედიშენისა!-ბერდენას კონდახი პირდაპირ სახეში აჯახა კაზაკს. მას პირიდან სისხლი წასკდა ვაგონის საფეხურებთან ჩაიკეცა.

-Ты чего творишь, блядь,-ამოილუღლუღა და პირზე ხელები აიფარა, რათა თქრიალით წამოსული სისხლი შეეჩერებინა.

-ბოზი დედაშენია!-მან კაზაკს იარაღი აართვა და ბიჭებს ხელით ანიშნა წამოდითო.

მემანქანეები, გამიცლებლები და კაზაკი ორთქმავალთან მიწაზე დასვეს, მათ დარაჯად ბესია დაუდგა. კიკია და ძმები მანუჩარი და ნიტიფო სხვა ვაგონებში გადანაწილდნენ.

შალვა და ვასილა ვაგონში ავარდნენ, დერეფანში ისინი გასასვლელისკენ მიმავალ მეორე კაზაკს პირისპირ შეეფეთნენ, შალვამ მკერდზე ნაგანის ლულა მიაბჯინა, -ბრასაი! ვასილამ თოფი აართვა. კუპედან ხმაურზე გამოსულ გენერალს შალვამ რევოლვერი მიუშვირა.

-რუკი ვერხ, ვაშე ბლაგაროძიე!

-Вы кто?! Что вам надо?!

-ჩტო ნამ ნადო, ამას მალე გაგაგებიებთ,-შალვამ გენერალი კუპეში შეაგდო, სადაც 30-35 წლის ტანადი, მკერდსავსე ქალბატონი დახვდა.-დავაი ჩტო უ ტებია ესტ, დენგი, ვსო დავაი!

ზურგსუკან ხელებშეკრული მეორე კაზაკი ვაგონიდან ჩამოაგდეს და სხვა ტყვეებს გვერდით მიუჯინეს.

ვაგონში ჯერ კიკია, შემდეგ ნიკოია ამოვიდა.

-ყოლიფერი რიგზეა,-თქვა კიკიამ.

შალვამ თავი დაუკრა.

-Что это значит? Как вы смеете?-თავის აღშფოთებას ვერ მალავდა გენერალი.

-ვოტ ტაკ სმეემ.

-რაო, რას ჩივა!- ნიკოიამ თავი შერგო კუპეში. ჯერ გენერალს, შემდეგ ქალს შეხედა-მისმა მკერდმა მოსტაცა თვალები.

-ოჯო, ნახე რაფერ აქვს ძუძუები დახვითქინებული.

-რაის ძუძუები, შე ყერყეტო, რავა ბაღანასავით აანცდი, ა?

-ბარიშნა სნიმიტე ვაში სერგი პაჟალსტა.

ქალმა ჯერ გენერალს შეხედა, შემდეგ საყურეებზე ხელი მოივლო და ბრძანების შესრულების შეუდგა, გენერალი ფეხზე წამოიჭრა.

-Ты быдло, не сметь!

საპასუხოდ ვასილამ გენერალს შიგ ცხვირ-პირში მუშტი უთავაზა, კიკიამ კონდახი მუცელში ჩასცხო, ქალმა წამოიკივლა, გენერალი დერეფანში გამოათრიეს და ცემა დაუწყეს. ნიკოია კუპეში დარჩა და ქალს მიაჩერდა. ქალი დაბნეული და შეშინებული თვალებით უყურებდა. გენერლის ცემისას, ყოველ დარტყმაზე კი ოდნავ შეხტებოდა ხოლმე. შემდეგ შეშინებულმა თვალები დახუჭა. ამით ისარგებლა ნიკოიამ და ქალის მკერდს წაეტანა.

–Не надо!- წამოიკივლა ქალმა.

კიკიამ კუპეში შეიხედა.

-რას შობი? გაანებე თავი!

-მაცალე!

 

ქალი შიშისაგან გაქვავდა, ნიკოიამ თოფი გვერძე გადადო, ქალს პერანგი მოუხია და ხელით ძუძუების სრესვა დაუწყო.  

-Не надо, пожалуйста, не надо, ради Христа, -ევედრებოდა ქალი.

-რა გჭირს შე ქალო, სიყვარულით გაგასუქეფ!

ნიკოიამ ხელი ქვედატანის ქვეშ შეუცურა.

-Помогите!!!

ამ სასოწარკვეთილ კივილზე კუპეში შალვა შეიჭრა, ნიკოიას ქეშოჩი ჩაავლო ხელი.

-რას შობი, შე წუნკალო!

გარეთ გამოათრია და ზედ ნაცემ გენერალზე დააგდო.

-რომ გიჩივიან, არ ქნა მაი, არ გეყურება?

ნიკოიამ ელვისებურად  დააძრო. კიკიამ თოფის კონდახით იარაღი აუქნია, ნაგანი გავარდა და ტყვიამ ვაგონის ჭერი გახვრიტა. შალვამ ნიკოიას კბილებში მუშტი უთავაზა და იარაღი და ხანჯალი აართვა.

-ა, შე წამხთარო, შენ, მოკლას გვიპირებდი? რის გულიზა!

ქალი კივილს განაგრძობდა.

-უსპაკოისა ჟენშინა!

ნიკოია ფეხზე წამოდგა, ქალმა კივილი შეწყვიტა, ის საწოლის კუთხეში მიყუჟულიყო.

გასისხლიანებული გენერალი უძრავად იწვა და მძიმედ სუნთქავდა. ვასილამ გენერლი შარვლის ჯიბიდან ოქროს საათი ამოიღო, შეათვალიერა და კიკიას გაუწოდა, მეორე ჯიბიდან ორთავიანი არწივის გამოსახულებიანი ოქროს პორტსიგარი და შალვას გადაუგდო. ნიკოიას პირიდან წამოსულმა სისხლმა ყაბალახში გამოჟონა.

-ქალი არ დამანებეთ… აგი საპაპიროსე მაინც მომეცით.

-რეიზე უნდა მოგცე, ჩემია, არ მეკუთვნის თუ?

-მე აღაფელი მხთა, ჩემი მინდა, რაც მერგება იგი.

-კიღამ მოგვკალი და კიდო რაცხას ითხოვ?

-კაი, აჰა, შენ,-ვასილამ გენერალს თითიდან ბეჭედი წააძრო და ნიკოიას გადაუგდო.

-ასეა ხომ, გეინაწილეთ რაც კარგია რამე, მე კი დამტიეთ ცარიელ-ტარიელი.

-კარგათ იცი რეიზა ვართ აქანე მოსულები,-ახლოს მივიდა და ყურში ჩასჩურჩულა ვასილამ,-გაი გარეთ, სისხლი მეიშორე და აღარ დეგინახო აქანე მეტი.

ნიკოიას სისხლიან ტუჩებზე ღიმილმა გადაურბინა.

-კაი ბატონო, ახლა აფერს გიჩივი, მარა სხვაგან მე ვიცი!

-ნამეტანს ნუ დეიქადნები, თვარა ძილი წამიხთება,-უთხრა ვასილამ. კიკიას ჩაეღიმა, შალვამ კი პორტსიგარი გულის ჯიბეში შეინახა.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

კულტურა

“გურიას” ქართული პრემიერა BIAFF 2026-ის გახსნის დღეს გაიმართება

11:18; 4 სექტემბერი, 2026
კულტურა

ჯორჯ კლუნი: “პირველები, ვისაც ავტორიტარული რეჟიმები აჩუმებენ, ჟურნალისტები არიან”

10:09; 4 სექტემბერი, 2026
კულტურა

“ეს ფილმი დიდი სიყვარულით არის გაკეთებული” _ ლევან კოღუაშვილი

19:45; 3 სექტემბერი, 2026
კულტურა

“ოსკარზე“ საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმი „გურია“ იქნება წარდგენილი

15:48; 3 სექტემბერი, 2026
კულტურა

ოზურგეთში ანზორ ერქომაიშვილისადმი მიძღვნილი ფილმის ჩვენება შედგა

17:50; 11 აგვისტო, 2026

“კიდო კაი შემოხაზვა მუასწარი“ _ ყურმოკრული ამბავი

ვაგონში მცხოვრები 5-შვილიანი ოჯახის დარდი

ყველა სიახლე

სპორტი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა  სექტემბერი-ოქტომბრის მატჩებისთვის ცნობილია

15:34; 17.09.2026
პოლიტიკა

სახელმწიფო შესყიდვებში სიახლეები დაინერგა: რა იცვლება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის

15:10; 17.09.2026
საზოგადოება

ნონა ქურდოვანიძე: სააგენტო მოსაჩვენებლად შეიქმნა — ახლა ამის საჭიროებაც აღარ დგას

14:41; 17.09.2026
საზოგადოება

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

14:15; 17.09.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – დისკომფორტია, როდესაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ხვდება ციხეში

13:38; 17.09.2026
სამართალი

გურიაში ქვიშა-ხრეშის მოპოვების 13 ფაქტი გამოვლინდა

13:33; 17.09.2026
საზოგადოება

“ღმერთო, ახლა გიორგი გადაგვირჩინე…“ _ “გიორგის ლოცვა”

13:25; 17.09.2026
საზოგადოება

ძუძუს კიბოს 7 სიმპტომი, რომელთა იგნორირება ერთი დღითაც არ შეიძლება – პროფესორის გაფრთხილება

13:20; 17.09.2026
ფინანსები

მთავრობა გრანტების მართვის სააგენტოს ხურავს

13:18; 17.09.2026
საზოგადოება

ოზურგეთის მერიის სოციალური სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა

12:17; 17.09.2026
პოლიტიკა

ლაშა მაღრაძე სუს-იდან იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტზე დააბრუნეს

12:08; 17.09.2026
საზოგადოება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

11:27; 17.09.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

11:07; 17.09.2026
სამართალი

პოლიციამ თბილისში არაერთგზის ჩადენილი თაღლითობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

11:01; 17.09.2026
სამართალი

სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

10:13; 17.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო