Developed By Web Features 2024 © All rights reserved
როგორც „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელმა ნინო როჟამაძემ სხდომის დაწყებამდე განაცხადა, კონკრეტულად ისაუბრებენ ნასაკირალის საარჩევნო უბანზე განვითარებული მოვლენებზე, ასევე ოზურგეთისადა ბორჯომის ოლქებში მომხდარ ინციდენტზე.
„საუბარი იქნება ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდამჭერის გიორგი როყვას მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე, ასევე საჯარო მოხელეების ჩართულობაზე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების და ოპოზიციური კანდიდატებზე ზეწოლის ფაქტებზე და იმ პროცედურული დარღვევების შესახებ, რომელიც კენჭისყრის დღეს მოხდა, მათ შორის ბორჯომის და ოზურგეთის საარჩევნო ოლქებში“,- განაცხადა როჟამაძემ.
„ეს იყო კიდევ ერთი ტესტი ხელისუფლებისთვის, რომელიც მან ჩააბარა“- ასე შეაფასა არჩევნების მეორე ტური უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა.
როგორც მან განმარტა, ჰქონდათ გარკვეული შენიშვნები რიგ დარღვევებთან დაკავშირებით, რომელიც უწყებათაშორის კომისიას გადაუგზავნეს.
„საქმე შეეხებოდა მარნეულში ყალბი ბეიჯით პირის გადაადგილების საკითხს და დაველოდებით შემდეგ რეაგირებას.
ყველა საკითხი, თუკი ჩვენთვის არის ცნობილი, ეხებოდა მხოლოდ და მხოლოდ მცირე პროცედურულ ხარვეზებს. რაიმე მნიშვნელოვანი არსებითი დარღვევა არ დაფიქსირებულა. მშვიდობიან გარემოში წარიმართა მეორე ტურიც. საარჩევნო გარემოც იყო პლურალისტური, მშვიდი, კონკურენტული, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კიდევ ერთი მონაპოვარი“,- განაცხადა ოხანაშვილმა.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved