Developed By Web Features 2024 © All rights reserved
დეპუტატის ვარაუდით, დეკემბრის შუა რიცხვებში მსჯელობა საკანონმდებლო ცვლილებებზე გაიმართება, ხოლო დეკემბრის მეორე ნახევარში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესი დაიწყება.
„ძალიან მნიშვნელოვანი და მასშტაბური ცვლილება განხორციელდა როგორც მთავრობის სტრუქტურული თვალსაზრისით, ასევე საკადრო გადაადგილების კუთხით. ცვლილებები არათუ აუცილებელი იყო, არამედ საზოგადოებას გარკვეული მოლოდინიც ჰქონდა, რადგან ამაზე გარკვეულ პერიოდის განმავლობაში ვსაუბრობდით. ძალიან კარგია და ძალიან მიხარია, რომ პრემიერ-მინისტრმა ეს პროცესი გააქტიურა და ფაქტობრივად, მომავალი წლის დასაწყისისთვის მთავრობა მუშაობას უკვე ახალი სტრუქტურით შეუდგება. ეს ცვლილებები აუცილებელია იმისთვის, რომ მთავრობის საქმიანობა ბევრად უფრო ეფექტური, უკეთ კოორდინირებული იყოს და მინიმალური რესურსების გამოყენება მოხდეს“, – აღნიშნავს დეპუტატი.
ჩუგოშვილი მინისტრობის კანდიდატურებზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ შს მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია უწყებაში არსებულ გამოწვევებს თავს გაართმევს.
„ძალიან დიდი ხანია გიორგი გახარიას ვიცნობ, მთავრობის კანცელარიაში ერთად ვმუშაობდით და შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან კომპეტენტური, გამოცდილი ადამიანია და ძალიან კარგი მენეჯერია. ვფიქრობ, რომ გიორგის არ გაუჭირდება იმ გამოწვევებს თავი გაართვას, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროშია, რომელიც ერთ-ერთი რთული უწყებაა“, – აცხადებს ჩუგოშვილი.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved