ცესკოს სპიკერის თქმით, საოლქო საარჩევნო კომისიაში ყველაზე მეტი საჩივარი ოზურგეთიდან შევიდა.
„საერთო ჯამში ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანილია 35 საჩივარი. საოლქო საარჩევნო კომისიებში შეტანილი საჩივრების უმეტესობის მოთხოვნა კომისიის წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებაა, თუმცა, არის ერთეული საჩივრები განსხვავებული მოთხოვნებით და კომისია ყველა მათგანზე იმსჯელებს კანონით განსაზღვრულ ვადებში. შემოსული საჩივრებიდან ყველაზე მეტი – 14 დაფიქსირდა ოზურგეთში, ბორჯომში- 12, ქუთაისში – 4, ხაშურში -2, ყაზბეგში – 2 , ხოლო მარტვილში -1“, _ განაცხადა მიქელაძემ.