ამ დროისთვის ცესკოს ოფიციალურ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ოზურგეთის 62-ვე საარჩევნო უბნიდან დათვლილი ხმების მიხედვით, ოზურგეთის მერობის კანდიდატების მიერ მოპოვებული ამომრჩეველთა ხმებს შორის სხვაობა 1%-ზე ნაკლებს შეადგენს.
წინასწარი მონაცემებით, კონსტანტინე შარაშენიძემ ბეგლარ სიორიძეს დამარცხება 79 ხმით შეძლო.
ცესკოს მონაცემებით, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის მერობის კანდიდატს, ბეგლარ სიორიძეს _ 49.89%, ხოლო მერობისთვის მებრძოლ დამოუკიდებელ კანდიდატს, კონსტატინე შარაშენიძეს ამომრჩეველთა ხმების- 50.11% აქვს მიღებული.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, საქართველოს 6 ქალაქში: ქუთაისში, ყაზბეგში, ხაშურში, ბორჯომში, ოზურგეთსა და მარტვილში თვითმმართველობიას არჩევნების მეორე ტური ჩატრდა.