26 ნოემბერს, ნიუ-იორკში, კაუფმანის მუსიკალურ ცენტრში, საერთაშორისო ვოკალურ კონკურს-ფესტივალი “PEARL OF NEW YORK 2017” გაიმართა, სადაც მონაწილე 10 ქვეყანას შორის საქართველოც იყო.
კონკურს-ფესტივალზე საქართველო კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლის “ჯინსების თაობის” სოლისტებმა ლილიანა ლომინეიშვილმა და ქეთი მოდებაძემ წარადგინეს.
გოგონებმა შესანიშნავი გამოსვლით ჟიური და მაყურებელი აღაფრთოვანეს და გრან-პრთან ერთად ფასიანი საჩუქარები და ფულადი პრიზებიც დაიმსახურეს.
ლილიანა ლომინეიშვილი და ქეთი მოდებაძე ფესიტვალზე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ფინანსური მხარდაჭერით წავიდნენ.