ხორავას ქუჩაზე მომხდარ სისხლიან გარჩევას საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
“მე ვსწავლობდი 51-ე საშუალო სკოლაში და ორჯერ ვარ ნამყოფი 53-ე სკოლის მოსწავლეებთან გარჩევაზე და ჩხუბზე. ერთ-ერთი ჩხუბის დროს ფეხი გამიჩხაპნეს ე.წ. “შპიცით”, მას შემდეგ, მეზიზღებოდა ეს “ქუჩის აკადემია” და ყველაფერი გავაკეთე მის აღმოსაფხვრელად საქართველოში. მოხდა ისე, რომ ჩემს შემდეგ, “ქუჩის აკადემიკოსები” მოვიდნენ ხელისუფლებაში და ჯერ ძეგლი დაუდგეს ვაზაგაშვილს, ახლა კი ჩემი სკოლის ორი მოსწავლის სიცოცხლე შეიწირა ქუჩის ყალბმა რომანტიკამ და ძველი ბიჭების და კრიმინალების გაიდიალებამ. ჩემი უღრმესი სამძიმარი დაღუპული მოსწავლეების ოჯახის წევრებს!
P.S 2007 წელს კამპანია “სკოლა დანაშაულის გარეშე” სწორედ 51-ე სკოლაში დავიწყეთ”, _ წერს სააკაშვილი.