“თუ მიხეილ სააკაშვილი უკრაინას ნებაყოფლობით არ დატოვებს, კანონის შესაბამისად, მისი ექსტრადიცია მოხდება”, _ ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ უკრაინულ მედიასთან საუბრისას განაცხადა, სადაც ბოლო დღეებში უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე, ასევე სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ილაპარაკა.
ლუცენკოს განმარტებით, სააკაშვილს აქვს შანსი ნებაყოფლობითი დეპორტაციით დაბრუნდეს საქართველოში.
„სააკაშვილს აქვს შანსი ნებაყოფლობითი დეპორტაციით დაბრუნდეს საქართველოში, ან მის მიმართ გატარდება უკრაინის კანონით გათვალისწინებული ზომები. მეორე ვარიანტად განიხილება მისი გაძევება ექსტრადიციის გზით“, – განაცახდა უკრაინის გენერალურმა პროკურორმა.
შეგახსენებთ, რომ 11 დეკემბერს ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი კიევის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.