თბილისის საქალაქო სასამართლოსთან „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებული აქცია ამ წუთებში იწყება. ოპოზიციური პარტია მიხეილ სააკაშვილის მისამართით უკანონო ქმედებებს აპროტესტებს და კვლავ ოლიგარქიულ მმართველიბაზე მიუთითებს.
დღეს მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში 2 პროცესია ჩანიშნული. ერთ-ერთი პროცესი გირგვლიანის საქმეს უკავშირდება. პროცესზე დღეს დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს. სხდომა 14:00 საათზეა ჩანიშნული. მიხეილ სააკაშვილს პროკურატურა უფლებამოსილების ბოროტას გამოყენებას ედავება.
მეორე საქმე ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტს უკავშირდება, ბრალდება ამ შემთხვევაშიც იდენტურია. სააკაშვილის წინააღმდეგ პროცესი 15:00 საათზე დაიწყება.
საქალაქო სასამართლოსთან მობილიზებულია საპატრულო პოლიციის და სასამართლოს მანდატურის სამსახურის თანამშრომლები.
imedinews.ge