https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

როგორ „დაამშვიდა“ არჩილ გომიაშვილმა მიხეილ პუგოვკინი

14:12; 24.12.2017
კულტურა
Share on FacebookShare on TwitterEmail

რამდენჯერმე მსახიობების გარემოცვაში მოვხვდი და აღმოვაჩინე, რომ ამ პროფესიის ადამიანებს მრავალი გასახსენებელი გააჩნიათ. რასაკვირველია „სახალისო ისტორიების” მოყოლა სხვა დარგებში მოღვაწე პიროვნებებსაც ახასიათებთ, მაგრამ აქტიორები მაინც ხალხის განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობენ. მაგალითად პოლიტიკოსები მოდიან და მიდიან, მსახიობების მიერ ნათამაშევი როლები კი დროის ყველა გამოცდას უძლებს და მაყურებლის გულებშიც ადგილს მუდმივად იკავებს.

დღევანდელ წერილში ტრადიციულად სცენისა და ეკრანის მთავარი მომქმედი გმირების მორიგ „თავგადასავლებს” შემოგთავაზებთ.

თავდაპირველად სიტყვას ცნობილ ქართველ მსახიობს არჩილ გომიაშვილს გადავცემ რომელიც თავის დროზე გახმაურებული კინოსურათი „12 სკამის“ გადაღების დროს „დაფიქსირებულ“ ერთ კურიოზს გაიხსენებს.

„ლეონიდ გაიდაი რომ „12 სკამს“ იღებდა, მაქსიმალურად ცდილობდა, „საბინაო სცენების“ გარდა, რომლებსაც ძირითადად, „მოსფილმის“ პავილიონებში ვიღებდით, ყველა დანარჩენი იმ ადგილებში გადაეღო, რომლებიც წიგნშია აღწერილი. ამგვარად, სცენა, რომელშიც გამწარებული, კბილებში ძეხვგაჩრილი მამა თევდორე (ფეოდორი) კავკასიონის ერთ-ერთ ციცაბო კლდის პლატოზე ადის და ვეღარ ჩამოდის, ორჯონიკიძესთან (ვლადიკავკაზი) ახლოს, ერთ-ერთ კლდეზე გადავიღეთ. ლეონიდ გაიდაიმ ერთი კლდე შეარჩია, რომელსაც რამდენიმე პლატო ჰქონდა და მიხეილ პუგოვკინს უთხრა: აი, იმ კლდის პირველ პლატოზე უნდა ახვიდე და თუ გინდა, კასკადიორს მოგახმარო. პუგოვკინმა კლდეს თვალი შეავლო, მზერით გაზომა და გაიდაის მიუგო:

– არ მინდა. სულ რაღაც ათიოდე მეტრია, თანაც ადვილი ასასვლელი. მე თვითონ, დუბლიორის გარეშე გავუმკლავდებიო…

ბევრი რომ არ გავაგრძელო, პირველი დუბლი ჩამოჰკრეს და მოტორი ჩაირთო. პუგოვკინმა ძეხვი დაითრია და შეუბერა. მაგრამ ისეთ აზარტში იყო, პირველ პლატოსაც ასცდა, მეორესაც, მესამესაც და კლდის წვერზე, ოთხმოცდაათმეტრიან პლატოზე არ მოექცა? სხვათა შორის, ფილმში სწორედ ეს კადრია შესული, რომელიც იმავდროულად, ერთადერთიცაა. მიხაილ ივანოვიჩმა მწვერვალს რომ მიაღწია და ქვევით გადმოიხედა, ძალიან შეშინდა და ყვირილი ატეხა, – ჩამომიყვანეთო. სამწუხაროდ, იმ მომენტში, იქ არც ალპინისტები იმყოფებოდნენ ჩვენ დასაზღვევად და არც მეხანძრეები. პუგოვკინი კი ნელ-ნელა პანიკაში ვარდებოდა. უბედურება რომ არ მომხდარიყო, მისი გამხნევების გადაწყვეტილება მივიღე. მსახიობ სერგეი ფილიპოვს, რომელიც კისა ვორობიანინოვის როლს ასრულებდა ფილმში და არყის მოყვარული გახლდათ, ერთი ბოთლი არაყი ვესესხე. შემდეგ ნახევარლიტრიანი ჯიბეში ჩავიდე და კლდის მწვერვალზე შერჩენილი პუგოვკინისკენ დავიძარი. სხვათა შორის, მიხაილ ივანოვიჩიც პატივს სცემდა ამ კეთილშობილურ სითხეს და  მასთან რომ ავედი და არაყი „გავუჩითე“, მან ხელით ძეხვი დატეხა. შემდეგ ქაღალდის ჭიქებში არაყი ჩამოვასხით და კლდის მწვერვალზე სმას შევუდექით. სანამ მაშველები მოვიდნენ, მე და პუგოვკინმა ბოლომდე გამოვცალეთ ბოთლი და მიხაილ ივანოვიჩი ისე გაათამამა არაყმა, რომ შიში გაუქრა, თავისი ძალებით დაეშვა ძირს, თან მეუბნებოდა: – ხომ არ დაგეხმაროო. ჩემმა „გამხნევებამ“ დადებითად იმოქმედა კოლეგაზე და ყველაფერი მშვიდობით დასრულდა. მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ჩამოსვლა ბევრად უფრო გამიჭირდა, ვიდრე ასვლა და ასეთი რამ, აღარასდროს გამივლია თავში“.

მოგონებების ესტაფეტას ბატონ გურამ ფირცხალავასთან გადავალ.

„1968 წელია. მე და ზურიკო ქაფიანიძე მოსკოვში ვართ. სისხლი გვიდუღს. არც თუ ისეთი ცუდი გარეგნობა გვაქვს, თანაც, „ჯვარცმულ კუნძულში“ უნდა გადაგვიღონ და რომ იტყვიან, ქვეყანა ჩვენია. ზურიკომ, გვარს არ დავასახელებ და, მომავალში ძალიან ცნობილი საბჭოთა აქტრისა „დააბა“. ის მაშინ სტუდენტი იყო და მოსკოვის ცნობილი სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მეჩვიდმეტე სართულზე ცხოვრობდა თავის თანაკურსელ გოგონასთან ერთად, ორადგილიან ოთახში. პიკანტურ წვრილმანებს გამოვტოვებ და ვიტყვი, რომ ზურიკომ სტუმრის ბარათი „იჩალიჩა“, რაც უფლებას აძლევდა, ღამით თავის „დასთან“ დარჩენილიყო საერთო საცხოვრებელში. საერთოში შეპარვა და ოთახში ღამით დარჩენა, მეც მოვახერხე. მაგრამ, სტუმრის ბარათი არ მქონდა და ვინმეს რომ აღმოვეჩინე, არც მე დამადგებოდა კარგი დღე და მით უმეტეს, არც ოთახის დიასახლისებს. ბევრი რომ არ გავაგრძელო, მაინცდამაინც ჩვენი სტუმრობის მეორე დილას, საერთო საცხოვრებელში დიდი „შმონი“ ჩატარდა. ეს კი ასე ხდებოდა – არასაუწყებო დაცვის ასეული საერთო საცხოვრებელს ალყაში აქცევდა და ყველა იქიდან გამსვლელს საბუთებს უმოწმებდა. ვინც „იქაური“ არ იყო, აკავებდა და მილიციაში მიჰყავდა. ამის პარალელურად კი, ოთხ-ოთხი „ჟლობისგან“ შემდგარი ჯგუფები კარდაკარ დადიოდნენ – ოთახებში შედიოდნენ, იქაც საბუთებს ამოწმებდნენ და დაუპატიჟებელ სტუმრებთან ერთად, მასპინძლებსაც აკავებდნენ. მათ კი უკვე, შიდაგანაწესის დარღვევისთვის, საცხოვრებლიდან აგდებდნენ.  „შმონის“ ჯგუფებს არაფერი ეპარებოდათ და ვერსად დაემალებოდი, რადგან ყველაფერს ამოწმებდნენ. კარს თუ არ გააღებდი, ისინი თავისი გასაღებით აღებდნენ. ერთი სიტყვით, საშველი არ იყო და როცა კარზე მოაკაკუნეს, ოთახის დიასახლისები გაფითრდნენ. ჩემს პარტნიორს ცრემლები წამოსცვივდა და იმეორებდა: ქუჩაში დავრჩი, საცხოვრებლის გარეშეო.

– ნუ გეშინია. აქ ვერ მომაგნებენ, – დავამშვიდე მტირალი და სანამ ზურიკო და დიასახლისები გონს მოეგებოდნენ, ფანჯარა გავაღე და მეჩვიდმეტე სართულის კარნიზზე გადავძერი. მის ქვეშ სამოცმეტრიანი უფსკრული იყო და ხელით ვანიშნე მათ – მიხურეთ-მეთქი.

შემდეგ ასეთი რამ მოხდა: „ამბლებმა“ საეჭვო რომ ვერაფერი აღმოაჩინეს ოთახში და წასვლას აპირებდნენ, ჯგუფის უფროსს ახალბედასთვის უთქვამს: აბა, ერთი გარეთ გაიხედე, კარნიზზე ხომ არავინ დგასო. ჰოდა, როცა იმ ბიჭმა გამოიხედა და დამინახა, ეტყობა, ისეთი სახე მქონდა, შევეცოდე და უფროსს უთხრა, არავინააო. ეს რომ ზურიკომ და გოგონებმა გაიგონეს, იფიქრეს, ალბათ, გადავარდაო და სამივეს ერთად წაუვიდა გული. ატყდა ხმაური. უცებ ოთახში მე შევედი ფანჯრიდან და გაოგნებული „ამბლების“ თვალწინ, სამივე გულწასულს მოსულიერება დავუწყე. გოგონებმა რომ ცოცხალი დამინახეს, მეორედ წაუვიდათ გული. ზურიკომ კი, ცოცხალი რომ დამინახა, ჯერ მაგრად ჩამეხუტა, შემდეგ ავაზასავით წამოხტა და ოთხივე „ამბალი“ ისე დაზილა და დაალილავა, რომ მილიციის ხუთი მანქანა გამოიძახეს და ისე წაგვიყვანეს განყოფილებაში. სასჯელისგან ბატონმა გია დანელიამ დაგვიხსნა, რომელიც უკვე ცნობილი კინორეჟისორი იყო. იმ წელს „არ დაიდარდოს“ იღებდა და ზურიკოსაც შესთავაზა როლი ამ გენიალურ ფილმში“.

დღევანდელი წერილის დასასრულს გია ფერაძის კიდევ ერთ „ოხუნჯობას“ გაგახსენებთ. ცნობილი ქართველი მსახიობი მამუკა კიკალეიშვილი ასეთ ისტორიას ყვებოდა:

„გია ფერაძე რომ სხვადასხვა ოხუნჯობის მოწყობის დიდოსტატი იყო, საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია და ყოველთვის მიკვირდა, როგორ მოსდიოდა თავში ესა თუ ის „საკაიფო“ სიუჟეტი. 1981 წელს, თბილისს არკადი რაიკინის მინიატურების თეატრი ესტუმრა, სადაც გიას მეგობარი და თეატრის დირექტორის ვაჟი, კონსტანტინე რაიკინიც მუშაობდა. გია და კოსტია რაიკინი მეგობრები იყვნენ და მიუხედავად ამისა, მისი გაშაყირება გადაწყვიტა და მითხრა: ნახე, როგორ „ვაჯირითო ტუფტაზეო“… კოსტია რაიკინი ცნობილი იყო თავისი ანეკდოტებითა და პაროდიების უნარით. შეეძლო, ნებისმიერი ცხოველისა თუ ადამიანისთვის მიებაძა. არ არსებობდა ადამიანი, ყველაზე გაუცინარიც კი, ვისაც ერთხელ მაინც არ გააცინებდა. მოკლედ, გიამ  სთხოვა:

– კოსტია, ერთი ავადმყოფი ნათესავი მყავს, რომელიც მელანქოლიითაა დაავადებული და არამც თუ  იცინის, არც კი ეღიმება. ექიმებმა მას სიცილი გამოუწერეს და იქნებ შენმა ხუმრობებმა გააცინოს, თორემ შეიძლება, სულიც კი განუტევოსო.

მოკლედ, გიამ კოსტია რაიკინი „შეკერა“. მოიყვანეო, – უთხრა გიას და თეატრალური ინსტიტუტის ერთ-ერთ აუდიტორიაში მიიყვანა გიამ ის კაცი. კოსტიას წინ დაუსვა. ჩვენ (მე და გია ფერაძე) კი კუთხეში დავსხედით და გიამ გადმომიჩურჩულა: ახლა ნახე, კოსტია რას „იჯირითებსო“. მართლაც,  ორი საათის განმავლობაში რა ანეკდოტი არ მოყვა კოსტია რაიკინმა, როგორ არ იხტუნავა და რა ცხოველს არ მიბაძა, რა ხმები არ გამოსცა, ის კაცი კი სველი თვალებით მისჩერებოდა პაროდისტს და არც კი ეღიმებოდა. მე და გია კი სიცილით ვიხეოდით. ბოლოს, ქანცგამოლეულმა კოსტია რაიკინმა თავი გააქნია და გიას უთხრა:

– ეტყობა, მართლა ძალიან მძიმედაა ავად ეს შენი ნათესავი. მე ძალა აღარ შემრჩა და აღარ შემიძლია, ხომ ხედავ, ვერ გავაცინეო.

გია ფერაძემ თავის მეგობარს თანაგრძნობით შეხედა და მიუგო:

– ვერც გააცინებ, ეგ ყრუ-მუნჯია და არაფერი ესმისო…

კოსტია რაიკინს ისე ეწყინა ეს გაშაყირება, რომ რესტორანში მის წასაყვანად დიდი ხვეწნა-მუდარა დაგვჭირდა“.

გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

კულტურა

“გურიას” ქართული პრემიერა BIAFF 2026-ის გახსნის დღეს გაიმართება

11:18; 4 სექტემბერი, 2026
კულტურა

ჯორჯ კლუნი: “პირველები, ვისაც ავტორიტარული რეჟიმები აჩუმებენ, ჟურნალისტები არიან”

10:09; 4 სექტემბერი, 2026
კულტურა

“ეს ფილმი დიდი სიყვარულით არის გაკეთებული” _ ლევან კოღუაშვილი

19:45; 3 სექტემბერი, 2026
კულტურა

“ოსკარზე“ საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმი „გურია“ იქნება წარდგენილი

15:48; 3 სექტემბერი, 2026
კულტურა

ოზურგეთში ანზორ ერქომაიშვილისადმი მიძღვნილი ფილმის ჩვენება შედგა

17:50; 11 აგვისტო, 2026

ზებრა - ჩოჩორი

დენდების ოლიმპიადა

ყველა სიახლე

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
პოლიტიკა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილედ გადაიყვანეს

14:09; 14.09.2026
საზოგადოება

აბიტურიენტების საყურადღებოდ! გამოცდების ცენტრი განცხადებას ავრცელებს

14:03; 14.09.2026
საზოგადოება

„სასულიერო პირები სკოლებში, ახალი ეროვნული გეგმა და 457 პირველკლასელი _ როგორ ხვდებიან ოზურგეთში ახალ სასწავლო წელს

13:45; 14.09.2026
პოლიტიკა

მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი კობახიძის ბრიფინგი ჩაინიშნა

13:17; 14.09.2026
პოლიტიკა

გელა გელაძე – პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას სხვა უწყებაში გავაგრძელებ

12:42; 14.09.2026
სამართალი

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს – დაკავებულია 7 პირი

12:40; 14.09.2026
სამართალი

უმძიმესი ავარია მცხეთაში – დაღუპულია 2 ადამიანი, არიან დაშავებულებიც

12:19; 14.09.2026
საზოგადოება

განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე

12:16; 14.09.2026
სპორტი

ლაზარე ჩხარტიშვილი 12 წლამდე ჭაბუკთა შორის საქართველოს ჩემპიონი გახდა

12:14; 14.09.2026
პოლიტიკა

კომისიის ახალი თავმჯდომარე და სამ მილიონზე მეტი ღირებულების პროექტები _ ოზურგეთის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის საკითხები

12:05; 14.09.2026
პოლიტიკა

გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა

12:04; 14.09.2026
ფეისბუქსტატუსები

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026
საზოგადოება

რამდენი პირველკლასელი იწყებს სწავლას ოზურგეთში

11:07; 14.09.2026
სამართალი

ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა  

10:30; 14.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო