ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუასურების ცენტრალურ გზაზე მეწყერი ამ დილით ჩამოწვა, რის გამო შუა და ზემო სურები რაიონულ ცენტრს არის მოწყვეტილი.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის ირაკლი კუჭავას ინფორმაციით გზის გაწმენდითი სამუშაოები უკვე დაწყებულია და რამდენიმე საათში გზა გავლადი გახდება.