მარიკა ბექაური და სალომე სალაძე ის ახალგაზრდები არიან, რომლებმაც მოახერხეს და ავსტრიის ყველაზე დიდ საკონცენტრაციო ბანაკ მაუთჰაუზენში იქ დაღუპული ქართველი ჯარისკაცების სახელზე მემორიალური დაფის დადგმა მოახერხეს.
“ყველაფერი 2016 წლის მაისში დაიწყო, როცა ავსტრიის ყველაზე დიდ საკონცენტრაციო ბანაკ მაუთჰაუზენში სტუდენტური ექსკურსიის ფარგლებში მოვხვდით. მაშინ წარმოდგენაც კი არ გვქონდა, რომ ამ საკონცენტრაციო ბანაკში მეორე მსოფლიო ომის დროს ქართველი ჯარისკაცებიც იყვნენ დატყვევებულნი.
ბანაკის ტერიტორიაზე ათეულობით ქვეყანას, ნაციონალ-სოციალისტურ რეჟიმს შეწირული თავიანთი მოქალაქეების სახელზე, სიმბოლური დაფა აქვს აღმართული. დავინტერესდით, შეგვეძლო თუ არა, იქ დაღუპული ქართველი ჯარისკაცების სახელზე ჩვენც აღგვემართა მემორიალური დაფა. ბანაკის ადმინისტრაციამ დადებითი პასუხი მოგვწერა და ბიუროკრატიული საკითხების მოგვარებისთვის დაახლოებით წელიწად-ნახევარი დაგვჭირდა.
მემორიალური დაფის დამზადება ავსტრიაში მყოფმა ქართველმა, ქეთევან რურუა-ვუპინგერმა დააფინანსა, ტრანსპორტირება კი, გამომდინარე იქედან, რომ ავიაკომპანია აირზენამ უარი გვითხრა, ავსტრიაში მცხოვრებმა ქართველმა, ვაჟა კაზაევმა უზრუნველყო. ერეკლე თურქაძე და იკო მინდაძე, მიუხედავად სიცივისა და ყინვისა, დაგვეხმარნენ მემორიალური დაფის დამონტაჟებაში.
მაუთჰაუზენსა და მის მიმდებარე ბანაკებში დაღუპულ ქართველთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა საკონცენტრაციო ბანაკის ტერიტორიაზე უკვე აღმართულია, მისი ოფიციალური გახსნა იანვრის ბოლოსაა დაგეგმილი” _ აღნიშნავენ მარიკა და სალომე, რომლებიც დაფის ოფიციალურად გახსნის დღეს ავსტრიის ქართველ სტუდენტთა ასოციაციის ახალი პროექტის “მაუთჰაუზენის ქართველი ტყვეები”-ს პრეზენტაციასაც გამართავენ.
პრეზენტაციამდე და ოფიციალურ ღონისძიებამდე კი მარიკა და სალომე “მაუთჰაუზენის” ბანაკში დაიღუპული ქართველი ჯარისკაცების შთამომავლებს ეძებენ. მაუთჰაუზენსა და მის მიმდებარე საკონცენტრაციო ბანაკებში 1938-1945 წლებში რეგისტრირებული სულ 65 ქართველია:
მაუთჰაუზენსა და მის მიმდებარე საკონცენტრაციო ბანაკებში 1938-1945 წლებში რეგისტრირებულ ქართველთა სია:
ავთანდილი ნიკოლოზის-ძე კოჩიაშვილი / Aftandil Nikolaewitsch Kotschiaschwili 28.4.1922 in Wakiri – 27.9.1944 in Mauthausen;
ავთანდილი ჩავჩიძე / Awtandil Tschawtschidse 25.12.1914 in Zchaltubo – 30.3.1945 in Gusen;
აკაკი კალანდაძე / Akakij Kalandadse 15.5.1907 in Chidistawi/ხიდისთავი – 17.3.1945 in Mauthausen;
ალექსანდრე ენუქიძე / Alexandr Enukidse 15.3.1919 in Sestafoni/ზესტაფონი – 20.2.1945 in Mauthausen;
ალექსანდრე მიხეილის-ძე ხარაეშვილი / Alexandr Michajlowitsch Charaeschwili 4.11.1912 in Litschi – 31.5.1944 in Mauthausen;
ალექსანდრე ჯუხაძე / Alexandr Dschuchadse 1908 in Kurdschana – 23.4.1945 in Gusen;
ამბროსი კვეტენაძე / Ambrosij Kwetenadse 15.01.1918 – 6.4.1945 in Gusen;
ანდრეი არშბა / Andrej Arschba 17.12.1919 in Otschamtschira – 22.4.1945 in Gusen;
ბართლომე ილარიონის-ძე წოწორია / Bartolomej Illarionowitsch Zozorja 1909 – 18.5.1944 in Mauthausen;
გიგა ვარდოსანიძე / Giga Wardosanidse 1.3.1912 in Tscheremi/ჭერემი – 28.4.1945 in Ebensee;
გივი კინწურაშვილი / Giwi Kinsuraschwili 23.9.1915 in Tbilisi/ თბილისი – 8.7.1943 in Mauthausen;
გიორგი ვასილის-ძე ტურეული / Geogrij Wasilewitsch Tureuli 11.7.1911 in Tianeti/ თიანეთი – 27.9.1944 in Hartheim;
გიორგი მიხეილის-ძე ხაბარაშვილი / Georgij Michajlowitsch Chabaraschwili 15.1.1916 in Schilda – 4.5.1945 in Ebensee;
გიორგი მიხეილის-ძე ხეჩუაშვილი / Georgij Michajlowitsch Chetschuaschwili 25.3.1919 in Tbilisi – 22.5.1944 in Mauthausen;
გიორგი სერაფიონის-ძე გრემაშვილი / Geog Serapionowitsch Gremaschwili 13.1.1918 in Grusinskaja SSR – 29.5.1944 in Mauthausen;
გრიგოლ ბედოშვილი / Grigorij Bedoschwili 7.5.1906 in Ananuri – 8.7.1943 in Mauthausen;
გრიგოლ ერემიას-ძე მოდებაძე / Grigorij Eremeewitsch Modebadze 12.05.1915 – 25.5.1944 in Mauthausen;
გრიგოლ ილარიონის-ძე გაბელაშვილი / Grigorij Illarionowitsch Gabeljaschwili 26.8.1922 in Zmuisi – 19.1.1945 in Gusen;
დიმიტრი ტურაშვილი / Dmitrij Turaschwili 10.1.1908 in Duisi – 20.3.1944 in Gusen;
ევთიხი გურგენიძე / Ewtych Kurgenidse 10.5.1910 in Tscheliagele/ჭალიაღელე – 7.5.1945 in Ebensee;
ვალერიანი ლომთათიძე / Walerian Lomtatidse 15.11.1909 in Chidistawi – 4.5.1945 in Ebensee;
ვალიკო ბერძენაძე / Waliko Berdsenadse 3.4.1921 in Osurgeti – 27.3.1945 in Gusen;
ვარლამ ილიას-ძე კაჭარავა / Warlam Ilitsch Katscharawa 25.1.1916 in Sakatscharowo – 29.3.1942 in Mauthausen;
ვასილი ალექსანდრეს-ძე გოზალიშვილი / Wasilij Alexandrowitsch Gosalischwili 16.3.1905 in Tbilisi – 21.9.1944 in Mauthausen;
ვასილი ივანეს-ძე მამულაშვილი / Wasilij Iwanowitsch Mamulaschwili 1919 in Achalschin – 23.10.1942 in Gusen;
ვასილი ლევანის-ძე ნატროშვილი / Wasilij Lewanowitsch Natruschwili 2.4.1915 in Werchnij Matschan – 9.1.1945 in Hartheim;
ვასო ნიკოლაშვილი / Waso Nikolaschwili 8.3.1909 in Baschuj – 15.1.1945 in Gusen;
ვახტანგ ვარლამის-ძე მჟავანაძე / Wachtang Warlamowitsch Mschawanadse 10.8.1919 in Bswani – 13.3.1942 in Mauthausen;
ვახტანგ შალამბერიძე / Wachtang Schalamberidse 14.2.1920 in Dshichaischi – 28.4.1945 in Ebensee;
ვიქტორი თედეშვილი / Wiktor Tedeschwili 15.10.1919 in Telatgor – 23.4.1945 in Gusen;
ზაქარი შირაშიძე / Sacharij Schiraschidse 16.5.1918 in Tbilisi – 20.4.1945 in Gusen;
თეიმურაზი ირაკლის-ძე ელიაძე / Tejmuras Irakliewitsch Eliadse 1919 in Grusinskaja SSR – 28.11.1942 in Gusen;
იაკობი აბრამაშვილი / Jakow Abramaschwili 05.03.1905 – 3.2.1944 in Mauthausen;
იაკობი ნადირაშვილი / Jakow Nadiraschwili 02.10.1918 – 17.1.1945 Mauthausen;
იასონ ტყეშალაშვილი / Jason Tkaschaschwili 1910 in Maglaki – 23.4.1945 in Gusen;
ივანე ლევანის-ძე მენთასაშვილი / Iwan Lewanowitsch Mentasaschwili 1912 Kandaur – 5.10.1944 Hartheim;
ივანე ქარიმის-ძე იუსიპოვი / Iwan Karimowitsch Jusupow 1919 in Tbilisi – 29.3.1944 in Gusen;
ირაკლი თუაევი / Iraklij Tuaew 1897 – 26.4.1945 Gusen;
ისუდალი იოსების-ძე გუჯავიძე / Isudali Iosifowitsch Gudschawidse 1902 in Askana – 26.9.1944 in Hartheim;
ლევან ტატიშვილი / Lewan Tatischwili 5.3.1911 in Gori – 17.3.1945 in Mauthausen;
ლეო ჩოხელი / Leo Tschocheli 10.12.1916 in Tbilisi – 29.12.1944 in Mauthausen;
ლუკა მარკოზაშვილი / Luka Sopoewitsch Markosaschwili 6.1920 in Telawi – 30.10.1942 in Gusen;
ლუკა მილორავა / Luka Milorawa 10.9.1918 in Batumi – 28.4.1943 in Gusen;
მემედ ფარტენაძე / Memed Partenadse 25.5.1918 in Chelwatschauri – 29.3.1945 in Ebensee;
მიხეილი ბაღიძე / Michail Bagidse 25.9.1918 in Batun – 7.4.1945 in Mauthausen;
მიხეილი მახნიაშვილი / Michail Machniaschwili 15.8.1901 in Muchrani – 8.7.1943 in Mauthausen;
ნიკო გივის-ძე გოგიშვილი / Nikolaj Giwiewitsch Gogischwili 15.7.1904 in Schaschan – 25.6.1944 in Hartheim;
ნიკოლოზი გეთიაშვილი / Nikolaj Getiaschwili 1.5.1921 in Gurdschaani – 9.10.1943 inWIENER Neudorf;
ნიკოლოზი შერმადინი / Nikolaj Scharmadin 1905 in Lamiskana – 6.3.1945 in Mauthausen;
პავლე ჩიკვილაძე / Pawel Tschikwiladse 17.07.1914 – 4.11.1942 in Mauthausen;
პენია იპოლიტეს-ძე პირველაშვილი / Penia Ippolitowitsch Pirweljaschwili 23.1.1916 in Bswani – 25.4.1942 in Mauthausen;
პიმენი ფოფხაძე / Pimen Popchadse 15.12.1921 Nosiri – 21.4.1945 Gusen;
რაჟდენ ვასილის-ძე იაკობიშვილი / Raschden Wasilewitsch Jakobischwili 21.1.1905 in Dschaparidse – 24.4.1944 in Mauthausen;
სამსონი კაბადაშვილი / Samson Kabadaschwili 1902 in Batumi – 3.5.1945 in Ebensee;
სერგეი ლორთქიფანიძე / Sergej Lortkipanidse 31.3.1917 in Tbilisi – 5.12.1944 in Melk;
სიმონ ფირცხალაშვილი / Semen Firzchalaschwili 07.06.1919 – 9.4.1945 in Linz;
სიმონი აგრება / Sinion Agreba 2.12.1909 in Suchumi / Аҟәа – 12.3.1945 in Ebensee;
სიმონი ქურციკიძე / Semen Kurzigidse 13.3.1916 in Seduban – 21.3.1945 in Mauthausen;
ფედოტი გალაქტიონის-ძე გულია / Fedot Galaktionowitsch Gulja 12.2.1912 in Chaskowo – 12.11.1941 in Gusen;
შალვა გედევანის-ძე თათოშვილი / Schalwa Kedewanowitsch Tatoschwili 10.5.1915 in Semochodascheni – 3.2.1945 in Gusen;
შოთა ჩულხაძე / Schoda Tschulchadse 29.12.1918 in Swiry – 19.4.1945 in Gusen;
შუქრი ზურაბის-ძე ირულიძე / Schakri Surabowitsch Irulidse 1894 in Iguet – 12.12.1944 in Mauthausen;
Валерьян Кварацхелия / Walerjan Kwarazchelija 25.2.1917 Abastumani /აბასთუმანი – 26.04.1945;
Григорий Владимирович Парцвания / Grigorij Wladimirowitsch Parzwanija 15.10.1923 Schamgona /შამგონა – 3.10.1944 Gusen;
Илья Бахтадзе / Ilja Bachtadse 15.3.1917 Tbilisi /თბილისი – 5.6.1945 Gusen
იმ შემთხვევაში, თუ მათზე რაიმე სახის ინფორმაციას ფლობთ დაუკავშირდით ავსტრიის ქართველ სტუდენტთა ასოციაციის ელექტრონულ ფოსტაზე: georgian.students@yahoo.de.