ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ, მე-15 ბაღში აუტიზმის სპექტრის ბავშვები ზეიმზე არ დაუშვეს. როგორც ერთ-ერთმა მშობელმა თეა ანჩაბაძემ imedinews-სთან საუბარში განაცხადა, ბაღში ზეიმზე მისი შვილი და სხვა აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვები მხოლოდ იმიტომ არ დაუშვეს, რომ ბაღის პედაგოგების განცხადებით, მათ ქცევას ვეღარ გააკონტროლებდნენ.
“ჩემი შვილის გარდა, კიდევ არიან აუტისტი ბავშვები. ბაღში გვითხრეს, რომ ჩვენი შვილების ქცევას ვერ გააკონტროლებდნენ. შემდეგ მე ეს ფაქტი გავაპროტესტე და კარი მაშინ გააღეს, როცა ზეიმი დასრულდა და ჩვენს შვილებს საჩუქრები მიუგდეს,“-განაცხადა თეა ანჩაბაძემ.
ოქტომბერში ზუგდიდის №15 საბავშვო ბაღში აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე აღსაზრდელებისთვის ინტეგრირებული ჯგუფი გაიხსნა.