ქართველ ისტორიკოსს მარიკა ლორთქიფანიძეს 11 იანვარს დაკრძალავენ. სამოქალაქო პანაშვიდი სიონის ტაძარში გაიმართება, 15.00 საათზე კი მარიკა ლორთქიფანიძეს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ.
ქართველი მეცნიერი, ისტორიკოსი მარიკა ლორთქიფანიძე გუშინ 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ბოლო ერთი თვის განმავლობაში ავადმყოფობდა.