მოსკოვში, სასტუმრო „კოსმოსში“ ხანძარია. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო RT იუწყება.
მაუწყებლის ინფორმაციით, სასტუმროდან 230 ადამიანის ევაკუაცია გახორციელდა.
როგორც ცნობილია, ცეცხლი სასტუმროს მე-15 სართულზე გაჩნდა. ადგილზე 23 სამაშველო-სახანძრო ბრიგადაა მობილიზებული.
მეხანძრეებმა ცეცხლს სირთულის მიხედვით მეორე კატეგორია მიანიჭეს.
როგორც ცნობილია, სასტუმრო „კოსმოსი“ 1970 წელსაა აშენებული.