რუსთავში, ჭავჭავაძის ქუჩაზე 67 წლის ქალს, რომელიც ქუჩაზე გადადიოდა, მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა.
დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მან სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღო და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
როგორც „გურია ნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო.
როგორც უწყებაში ამბობენ, მძღოლის ვინაობა დადგენილია და შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს.