7 წლის ბიჭის სამძებრო სამუშაოები წუხელ უშედეგოდ დასრულდა. უბედური შემთხვევა შუახევში, სოფელ შუბანში გუშინ მოხდა.
თვითმხილველების თქმით, ბიჭს ბურთი მდინარეში გადაუვარდა და მის ამოსაღებად წყალში შევიდა.
ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 8 ჯგუფია მობილიზებული.