ლანჩხუთში, ქალაქის ცენტრში, ყოფილი უნივერმაღის შენობის მიმდებარედ, პოლიციის შენობიდან რამდენიმე მეტრის დაშორებით სიგარეტების ჯიხური გაძარცვეს.
როგორც ამბობენ, შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ლანჩხუთში სიგარეტების ჯიხურის გაქურდვასთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 177-ე მუხლით და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო სამუსაოები.