https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

,,განათლების სისტემაში, უფრო მეტად კი სათავეში, ძალიან ბევრი ტიტე ნატუტარი გვყავს“ _ ზინა გაბიჩვაძე

5:03; 25.03.2018
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

დღეს საგანმანათლებლო  სისტემაში უამრავი ხარვეზი არსებობს. სკოლა და უნივერსიტეტი ვერ ახერხებს ახალგაზრდა სათანადო ცოდნით აღჭურვოს და ხშირ შემთხვევაში, უნივერსიტეტში მიღებული განათლება შრომით ბაზართან არსებულ სტანდარტებს ვერ პასუხობს, შესაბამისად, საქართველოში საკუთარი პროფესიით მომუშავე ახალგაზრდების რაოდენობა  საკმაოდ დაბალია. რა გამოწვევის წინაშე დგას განათლების სისტემა  და როგორ უნდა  შემცირეს ახალგაზრდებს შორის ბულინგის პრობლემა? _განათლების სისტამაში არსებულ გამოწვევებზე და ახალ საგანმანათლებლო რეფორმებზე  ,,გურია ნიუსი“ ფილოლოგ ზინა გაბიჩვაძეს ესაუბრა.

_ პარლამენტში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებულია კანონპროექტი, რომლის მიხედვით, ბაკალავრის პროგრამის რამდენიმე მიმართულებაზე სწავლის ხანგრძლივობა 4- დან 3 წლამდე, მაგისტრატურის კი _ 1 წლამდე მცირდება. როგორ აფასებთ საკონონმდებლო ინიციატივას?

_ ამ გადაწყვეტილებას აქვს, როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური მხარეც, მაგრამ სანამ კანონი არ დაიწერება, სანამ არ გვეცოდინება, რომელ პროგრამებზეა საუბარი, მანამდე კონკრეტული საუბარი რთულია და არასერიოზულიც.

ვფიქრობ, ერთ-ერთი მიზეზი, რისთვისაც ეს კანონი იქმნება, უმაღლესი სასწავლებლების ზედმეტად გაბერილი რაოდენობაა. სავარაუდოდ, სურთ ბევრი „უმაღლესი სასწავლებლისგან“ გათავისუფლება, რადგან ყველა უნივერსიტეტი ამის გაკეთებას ვერ შეძლებს და, თავისთავად, განთლების ორბიტიდან უნდა გაქრეს, მაგრამ გაქრება?

ასეთი რადიკალური ცვლილების გახორციელებისას აუცილებელია კონკრეტული პროგრამების სპეციალისტებთან კონსულტაციები. ოღონდ არა ისე, „ცისფერ მთებში“ ვაჟა ზაზაევიჩი რომ მოითხოვს სოსოსაგან ალაგ-ალაგ წამიკითხე ძირითადი მომენტებიო, საჭიროა, შერჩეული პროგრამების ხელმძღვანელები, პროფესორ-მასწავლებლები აქტიურად იყვნენ ჩართულნი კანონის განხილვაში.

ისე, მაინც მგონია, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მატარებელს ჰგავს, რომელიც თავისივე სურვილით ვაგონების გარეშე რჩება და დეპოში შედის, ოღონდ იქ უკვე აღარავინ ეყოლება, რომ უთხრას _ „დეპოში ხარ!“

_ შინაგან საქმეთა სამინისტროს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, სკოლებში დანაშაულის შესამცირებლად მანდატურს უფლებამოსილებები უფართოვდება. როგორ ფიქრობთ,  უფლებამოსილების გაზრდა იქონიებს გავლენას ახალგაზრდებს შორის მომხდარ დანაშაულთა შემცირებაზე?

_ ახლა თქვენ დაგისვამთ კითხვას _  ქვეყანაში არსებობს შინაგან საქმეთა სამინისტრო, პოლიციის განყოფილებები, გვყავს ათასობით პოლიციელი _  მინიჭებული და მიუნიჭებელი უფლებებით და მაინტერესებს, დანაშაული არ ხდება?

მანდატურთა რაოდენობისა და უფლებამოსილების გაზრდა კი არ შეამცირებს სკოლაში დანაშაულს, არამედ _ საზოგადოების მენტალური ცვლილება. დანაშაული, უმეტესწილად, სკოლის გარეთ ხდება, სადაც მანდატური არ არის. სანამ დანაშაულის დაფარვა კარგ ტონად და ვაჟკაცობად ჩაითვლება, არც მანდატურთა რაოდენობის და არც მათი უფლებამოსილების გაზრდა ვერ შეამცირებს დანაშაულს სკოლის მოსწავლეებში.

_ ქალბატონო ზინა, დღეს მოზარდებში ერთმანეთის ჩაგვრა ურთიერთობის ჩამოყალიბების ფორმად არის ქცეული.  როგორ ფიქრობთ, რა გადაჭრის ახალგაზრდებში  ბულინგის პრობლემას?

_ თავს ნუ მოვიტყუებთ, ძალადობა, ჩაგვრა ყოველთვის იყო, არის და იქნება მანამ, სანამ ჩვენ მართლა არ მოვინდომებთ, რომ მისგან გავთავისუფლდეთ. სანამ ჩვენ, უფროსები, არ გავაცნობიერებთ, რომ ძალადობა საშინელებაა, მხოლოდ სიტყვებით, აქციებით, ხშირ შემთხვევაში, „ნიანგის ცრემლებით“ ვერ დავამარცხებთ მას. უმეტეს შემთხვევაში, ძალადობა ოჯახიდან მოდის. საშინელებაა, როდესაც ბავშვი ხდება ძალადობის თვითმხილველი და უფრო საშინელებაა, როდესც თავადაა მსხვერპლი, მოძალადე კი შეიძლება იყოს დედა ან მამა, ბებია ან ბაბუა.

გუშინ ტრანსპორტში დედა შვილს ეუბნებოდა _ კარგად დაიმახსოვრე, სადაც არ უნდა ვიყოთ, რასაც გეტყვი, ზუსტად ისე გააკეთებ, თორემ სასტიკად დაისჯებიო და მერე რამდენჯერმე ძალიან მკაცრად გაუმეორა _ „ გაიგე, რასაც გეუბნები?!“ და შვილმა, დაახლოებით, 5-6 წლის სიფრიფანა გოგონამ, დიახო უპასუხა. ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა, რის გამო იყო გაბრაზებული დედა და რატომ დაემუქრა ბავშვს ასე. ბავშვს, რომელიც, სახლში მისული, თოჯინებს დასჯის მკაცრად, მერე პატარა ძმას ან დას, მერე მასზე სუსტ ბავშვს და ასე შემდეგ…

განა, ამ ქალბატონს შვილი არ უყვარდა, დარწმუნებული ვარ, ძალიან უყვარს და ვერავინ ასწავლის შვილის სიყვარულს, ვერც ვერავინ დაარწმუნებს (მე ვერ შევძელი), რომ იმ დროს ის მოძალადე იყო და ძალმომრეობის მცირე მარცვალი ჩააგდო პატარაში, რომელიც ან მოახერხებს მის ჩაკვლას, ან ვერა…

ძალადობა ყველა ჩვენგანში იყო ან კიდევ არის, ოღონდ სხვადასხვა ფორმითა და შინაარსით ვლინდება და თუ მართლა გვინდა „დავამარცხოთ“, საჭიროა, უფრო მეტი ვილაპარაკოთ ამაზე, ვუთხრათ და გავაგებინოთ მოზარდებს, რომ ილაპარაკონ, „იყვირონ“ და არ შეეშინდეთ, რომ დასცინებენ თუ მსხვერპლია და არც იმის შეეშინდეთ, რომ გაკიცხავენ და გარიყავენ თუ მოძალადეა და აღარ უნდა ასე ცხოვრება. გავაგებინოთ, რომ ყველაზე დიდი ძალა მათშია და რომ ისინი თავად მართავენ თავიანთ ცხოვრებას და რომ სიყვარულის, ურთიერთპატივისცემის, თანასწორობის გარეშე ამ ქვეყნად ყველაფერი აზრს კარგავს.

_ სახლემწიფო ენის დეპარტამენტის ხელმძღვანელის გიორგი ალიბეგაშვილის განცხადებით, ჟურნალისტებს ერთთვიანი წრთვნა უნდა ჩაუტარდეთ, რათა მათ სწორად მეტყველება შეძლონ. როგორ აფასებთ ინიცატივას და როგორ ფიქრობთ, პრობლემა რაში მდგომარეობს _ ჟურნალისტები არასწორად რომ ეუფლებიან საკუთარ პროფესიას თუ ჟურნალისტებად სხვა პროფესიის ადამიანები რომ მუშაობენ?

_ ამ სპეციალობაზე სწავლა სამწლიანი რომ გახდება, მერე კი ერთწლიან „ტრენინგებს“ ჩავუტარებთ,  აი, მაშინ ეშველებათ. ახალ სერიოზულად, ჟურნალისტებმა, და არა მარტო მათ, უნდა იცოდნენ, რომ ენა ცოცხალი ორგანიზმია. ის იზრდება, ვითარდება და იცვლება. ამიტომაც, მას სჭირდება მოფრთხილება. ენას ბარბარიზმი იმდენად ვერ გაანადგურებს, რამდენადაც სტრუქტურული ცვლილებები. ერთი შეხედვით, ეს ძნელად შესამჩნევი მოვლენა ქართული ენისათვის ძალზე საშიში მტერია. რა მოხდება, რომ თქვან _ მოხდა და არა ადგილი ჰქონდა, შეხვედრა გაიმართა და არა შედგა. ხომ შეიძლება დაიმახსოვრონ, რომ დროს მანძილი, უბრალოდ, არ გააჩნია და თქვან _ არა სამი დღის მანძილზე, არამედ სამი დღის განმავლობაში… უამრავი ასეთი შეცდომა გვხვდება მედიასივრცეში.

ჟურნალისტებს არ ჰყოფნით კვალიფიკაცია, რომ ტექსტი გამართული ქართულით გადმოსცენ, მიზეზი კი ლექსიკის ნაკლებობაა. თანამედროვე ქართული მედიის ენა არაბუნებრივი, გაუმართავი და ღარიბია. ვეღარ ვითარდება, რადგან დღეს სტატიის,ინფორმაციის, რეპორტაჟის ენა ერთგვაროვანი და აღრეულია.

ყველაფრის მიზეზი?

დავიწყოთ იმით, რომ საჯარო სკოლებში თითქმის აღარ ისწავლება გრამატიკა ან ბავშვებს ძალიან დაბალი დონის განათლებას აძლევენ. პრაქტიკულად, სკოლადამთავრებულთა დიდი ნაწილის გრამატიკის ცოდნის დონე აშკარად არადამაკმაყოფილებელია. უნივერსიტეტებს ამის გარკვეული კომპენსირება უწევთ და ეს წარმატებით ყოველთვის ვერ ხერხდება. როდესაც პირველკურსელმა სტუდენტმა არ იცის, რამდენი ბრუნვა გვაქვს ქართულში, რთულია მას სინტაქსურ კონსტრუქციებზე ესაუბრო. ყველა უნივერსიტეტში არ ისწავლება ან მხოლოდ ერთი სემესტრი გადიან ქართულ ენას, რაც, როგორც ვხედავთ, არ არის საკმარისი. გრამატიკული წესების უცოდინარობა პრობლემის მხოლოდ ერთი ნაწილია, მაპატიეთ, ამას რომ ვამბობ, მაგრამ გულსატკენია ჩვენი მედიის დაბალი დონის პროფესიონალიზმი. თუ არ იცი, სირცხვილი არ არის, ვინმეს ჰკითხო ან, უბრალოდ, ჩაიხედო ჟურნალისტის ორთოგრაფიულ-სტილისტიკური ლექსიკონში, რომელიც, ვფიქრობ, ნებისმიერი მათგანის სამაგიდო წიგნი უნდა იყოს.

ნუ შერცხვებათ ამ ლექსიკონში ჩახედვა!

ჟურნალისტი ყველაზე მეტად და ყურადღებით უნდა დაუკვირდეს თავის მშობლიურ ენას, რადგან მას ათასობით მკითხველი და მაყურებელი ჰყავს.

_ როგორ აფასებთ განათლებისა და მეცნიერების ახალი  მინისტრის მიხეილ ჩხენკელის საგანმანათლებლო ხედვებს და, საერთო ჯამში, მის მიერ გატარებულ რეფორმებს?

_ ჯერჯერობით, პრობლემა პრობლემად რჩება, რადგან გადაწყვეტილებების უმეტესობა, რომელთაც სამინისტროში იღებენ, ძირითადად, კონკრეტულ ადამიანთა დამოკიდებულებებსა და ხედვებს ეყრდნობოდა და არა განათლების სფეროში ჩატარებული კვლევების შედეგების ანალიზს. ჩვენ კი ვაჟას მთებივით ვდგავართ და ველით, გახსოვთ? _ “უსაზღვროა მთების მოლოდინი; უსაზღვრო ზღვადა დგას იმათ გულში… სდგანან და ელიან. გული სტკივათ, ძალიან სტკივათ. მაგრამ არ იხოცებიან, არც ჭლექდებიან. ელიან, ვის ან რას? რაღაცას. დიაღ, რაღაცას“.

ჩვენც ასე ვართ, ვნახოთ, რა მოხდება. ისე ქართველებს ასეთი გამოთქმა გვაქვს _  “ახალი ცოცხი კარგად გვის“.

_ საქართველოში განათლების სისტემა ყოველთვის დგას გარკვეული გამოწვევების წინაშე. რა მიგაჩნიათ ამ სისტამაში არსებულ მთავარ პრობლემად?

_ არც სკოლა და არც უმაღლესი სასწავლებელი თავისუფალი არ არის. სისტემაში, უფრო მეტად კი სათავეში, ძალიან ბევრი ტიტე ნატუტარი გვყავს.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

სად რა სახის ტრანსპორტის მოძრაობაა აკრძალული

18:55; 12 თებერვალი, 2026
საზოგადოება

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

18:13; 12 თებერვალი, 2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:40; 12 თებერვალი, 2026
საზოგადოება

ComCom-მა „ტელეიმედის” წინააღმდეგ „რადიო თბილისი FM93.5″-ის საჩივარი არ დააკმაყოფილა

15:44; 12 თებერვალი, 2026
საზოგადოება

300, 500 და 1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

13:26; 12 თებერვალი, 2026

სტალინისთვის „გალახული“ ჯაპანა

25 მარტი ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა

ყველა სიახლე

პოლიტიკა

როდიდან აიკრძალება საზოგადოებრივი კვების ობიექტებიდან პლასტმასის მასალაში განთავსებული სურსათის გაცემა

19:21; 12.02.2026
სამართალი

უკანონოდ გასაღებული იარაღით ჩადენილი მკვლელობა – ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე ბრალდებულს 8 წელი მიესაჯა

19:03; 12.02.2026
საზოგადოება

სად რა სახის ტრანსპორტის მოძრაობაა აკრძალული

18:55; 12.02.2026
პოლიტიკა

ევროკავშირის ელჩი: ასეთი ზომები ეწინააღმდეგება ვალდებულებებს, რომლებიც საქართველომ, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატმა ქვეყანამ, თავად აიღო

18:28; 12.02.2026
საზოგადოება

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

18:13; 12.02.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:40; 12.02.2026
კულტურა

რეჟსისორი ოთარ ბაღათურია გარდაიცვალა

17:24; 12.02.2026
პოლიტიკა

“გადაწყვეტილების მიმღებებს აუცილებლად მოგიწევთ პასუხის გაცემა”- ილიაუნის რექტორი

16:49; 12.02.2026
ფინანსები

ბარათი, რომელმაც ბანკინგის ახალი სტანდარტი დანერგა – ახალი თიბისი ბარათით უკვე მილიონი მომხმარებელი სარგებლობს

16:18; 12.02.2026
პოლიტიკა

საია ეხმიანება და კრიტიკულად აფასებს სასამართლო სხდომის დარბაზიდან ადვოკატის გაძევებას

16:12; 12.02.2026
პოლიტიკა

როგორ გადანაწილდება სახელმწიფო უნივერსიტეტებში კვოტები – მინისტრის განმარტება

15:56; 12.02.2026
საზოგადოება

ComCom-მა „ტელეიმედის” წინააღმდეგ „რადიო თბილისი FM93.5″-ის საჩივარი არ დააკმაყოფილა

15:44; 12.02.2026
პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: სწორედ ასეთ გულწრფელ საუბარს ვითხოვთ ევროპული ბიუროკრატიისგან

15:21; 12.02.2026
სამართალი

ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევები გურიაში- შსს-ს სტატისტიკა

14:42; 12.02.2026
პოლიტიკა

მთავრობის გადაწყვეტილებით, 1-ელი ივლისიდან პლასტმასის მასალაში მოთავსებული სურსათის გაცემა

13:30; 12.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

12:03; 12.02.2026
0

ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

11:42; 11.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო