კემეროვოში, სავაჭრო ცენტრში გაჩენილ ხანძარს 64 ადამიანი ემსხვერპლა. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრში გაჩენილ ხანძარს ქვეყნის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი გამოეხმაურა.
მისი განცხადებით, სავაჭრო ცენტრში ხანძრის გაჩენა დანაშაულებრივი გულგრილობის შედეგია.
გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივმა დაცვის თანამშრომელმა სისტემა გამორთო, რის შედეგადაც გასასვლელები ჩაიკეტა.
როგორც ცნობილია, დაღუპულებს შორის უმეტესად ბავშვები და მოზარდები არიან.