“დიდ პატივს ვცემ გედი ფოფხაძეს და მის პრინციპულობას _ თუმცა ვთვლი რომ დღეს იგი შეცდა. არა იმიტომ რომ ჩემი დის გამო გადაწყვიტა უმრავლესობის დატოვება _ არამედ იმიტომ, რომ პარლამენტმა ხანდახან ოპოზიციის კანდიდატურებიც უნდა მიიღოს. შეიძლება განსხვავებული აღმსარებლობისაც – ჩვენ უნდა გვყავდეს რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელი ბორდის წევრებიც. უნდა გვყავდეს ბაპტისტებიც, ბუდისტებიც, კონფუციანელებიც და გვაჰაბიტებიც. რატომაც არა.” _ ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ირაკლი კაკაბაძე გედევან ფოფხაძის გადაწყვეტილებას უმრავლესობის დატოვების შესახებ, რის მიზეზიც ფოფხაძის თქმით საზმაუს ბორდის წევრად ნინია კაკაბაძის არჩევა გახდა:
“ნინიას აქვს თავისი პრინციპები _ ხშირად მეც არ ვეთანხმები, მაგრამ ნამდვილად არ მიმაჩნია ის ისეთი არმაგედონის მომტანად, რომ მისი გულისთვის კაცმა ჰამლეტის კითხვები დასვა. გედი ფოფხაძე თუ რეფლექსიაში ჩავარდა საქართველოში კატასტროფული მდგომარეობის გამო, ეს მარტო მისასალმებელია, მაგრამ ამის მიზეზი ერთი ტელევიზიის სამაუწყებლო საბჭოს ბორდელი კი არ უნდა იყოს, არამედ ის, რომ ბოლო 26 წლის ‘ლიბერალური დემოკრატიის’ და კაპიტალიზმის წყალობით ქვეყანა მთლიანად ერთ, დიდ ბორდელად და პროსტიტუციის ბიუროდ იქცა, სადაც ის თითქმის მთლიანად გაყიდულია. აი, ამის გამო პროტესტს შევუერთდები როცა უნდა.
ნინია კაკაბაძე კი, მისი პრინციპებით, კარგით და ცუდით_ შესანიშნავი გამოსვლებით და შეცდომებითაც კი ძალიან ბევრ ეგრეთწოდებულ მედიის წარმომადგენელს მირჩევნია და თქვენ წარმოიდგინეთ ბევრ კარიერისტ საზ-მაუწ-ტელე-ბორდელსაც” _ წერს ირაკლი კაკაბაძე და დას არჩევას ულოცავს.