ყოფილი რუსი ჯაშუშის ქალიშვილი, იულია სკრიპალი კლინიკიდან გაწერეს და უსაფრთხო ადგილას იმყოფება. ამის შესახებ BBC იუწყება.
„ეს არ არის მკურნალობის დასასრული, არამედ მნიშვნელოვანი ნაბიჯია“,_ამბობენ საავადმყოფოში.
რაც შეეხება 66 წლის სერგეი სკრიპალს, ის ჯერ კიდევ საავადმყოფოშია და იულიასთან შედარებით საწამლავს ნელა ებრძვის.
შეგახსენებთ, რომ ის და მისი ქალიშვილი კლინიკაში 4 მარტს შეიყვანეს, მას შემდეგ, რაც მათ ტოქსიკური ნივთიერება „ნოვიჩოკით“ დიდ ბრიტანეთში, სალისბურის ცენტრში თავს დაესხნენ.