მერაბ ბერძენიშვილის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრში ახალგაზრდა მხატვრის ეკატერინე ოსტროვსკის პერსონალური გამოფენა გაიხსნა. ამ ეტაპზე მხატვარმა საზოგადოებას 32 ფერწერული ტილო წარუდგინა.
“ჩვენ ვართ ძალიან ბედნიერი და გახარებული, რომ გაიხსნა ეკატერინე ოსტროვსკის გამოფენა “მომენტიდან მომენტამდე.
მას აქვს არაჩვეულებრივი ნამუშევრები. დამერწმუნებით, ნამდვილად არ არის ადვილი საქმე იყო ახალგაზრდა შემოქმედი, რომელიც მუშაობს, აზროვნებს, ფიქრობს, განიცდის და გადმოცემს ამ ყველაფერს ტილოზე, მაგრამ ამავდროულად, ჰყავდეს ოჯახი: ქმარი, ორი შვილი, ეს… მაგრამ ქალი ძალიან ძლიერია და მითუმეტეს, ქალი მხატვარი. ამის ძალიან ბევრი მაგალითია არა მარტო მსოფლიო სახვითი ხელოვნებაში, არამედ ქართული სახვითი ხელოვნების ისტორიაში“, _ თქვა გამოფენის გახსნის დროს ლია ურუშაძემ, მერაბ ბერძენიშვილის სახელობის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრის ფონდების განყოფილების გამგემ.
“ეკატერინე ოზურგეთის სამხატვრო სკოლაში დადიოდა ერთი პერიოდი და ძალიან გამიხარდა მისი ნამუშევრებს ხილვა. სასიხარულოა, რომ ახალი თაობა უფრო თამამად გადმოსცემს იმ რეალობას, რაც ხდება ჩვენ ირგვლივ“, _ აღნიშნა მხატვარმა ვახტანგ მამეიშვილმა.
“მხატვრობით ბავშვობიდანვე ვარ დაინტერესებული. ვსწავლობდი ოზურგეთის წმიდა ნინოს სახელობის სასულიერო გიმნაზიაში. დავამთავრე სოფელი ოზურგეთის საჯარო სკოლა. 2012 წელს დავამთვარე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა ხელოვნების ფაკულტეტის სახვითი და გამოყენებითი ცენტრის მონუმენტური მოხატვის კერამიკისა და მხატვრული მინის დიზაინის სპეციალობა.
2015 წელს იტალიაში ოთხი მხატვრის ფერწერის გამოფენა გაიმართა, სადაც მივიღე მონაწილეობა. ასევე, იტალიაში ვორქშოფში გამოფენა “ჩანახატები ფილატიელაში“ გაიმართა სადაც პირველი ადგილი დავიკავე“, _ გვითხრა ეკატერინემ ოსტროვსკიმ.