ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში ისევ ხმაურია.
სოფელ ნაღობილევში რამდენიმე თვის წინ მოკლული ბაჩი ბოლქვაძის ახლობლები მოსამართლის მიერ მკვლელობაში ბრალდებულისათვის გამოტანილ განჩინებას აპროტესტებენ.
“ეს განჩინება აქ არ გამოაკრათ სირცხვილია. ქრთამები აიღეთ, სად გაგონილა, მკვლელს, რომელმაც განზრახ მოკლა ახალგაზრდა ბიჭი, 4 წელი მიუსაჯეს!
გამოვიდეს მოსამართლე და გასცეს ჟურნალისტებს პასუხი, მოგვცეს განმარტება! _ ამბობენ ისინი.
სასამართლოს ეზოში ხალხი მატულობს, როგორც მოკლულის ახლობლები ამბობენ, აჭარიდან სამარშრუტო ტაქსებით ელოდებიან ხალხს.
“მთელი აჭარა მოდის, აქედან არ დავიძრებით, სანამ მოსამართლე პასუხს არ გაგვცემს, _ ამბობენ ისინი.
სამართალდამცავები მათ სიმშვიდისკენ მოუწოდებენ.სასამართლო დარბაზი ბაჩი ბოლქვაძის ოჯახის წევრებიტ ახლობლებიით მეზობლებით აივსო. ამბობენ რომ არ დაიშლებიან. მოსამართლე არ ჩანს. სამართალდამცავები მათ წესრიგისკენ მოწოდებენ. ხმაური სასამართლოში გრძელდება.