შვიდი ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავშვი გარდაცვლილი იპოვნეს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავებმა 2 ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.
პოლიციის განცხადებით, მომხდარის გამო საზოგადოებრივ უსაფრთხოებას საფრთხე არ ემუქრება.
შემთხვევა დასავლეთ ავსტრალიაში, ქალაქ ოსმინგტონში მოხდა. მიმდინარეობს გამოძიება.