„გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვის“ ფარგლებში, ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბში ღია კარის დღე შედგა.
ორგანიზაციის თავმჯდომარე, მინდია სალუქვაძე ტურიზმით დაინტერესებულ პირებს მიესალმა და უთხრა, რომ პირველი აუდიტორიაა, რომლის წინაშეც ახალი სახელით წარდგება ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი, ამიერიდან მას ინოვაციების და სამოქალაქო განვითარების ცენტრი – „პროგრესის სახლი“ ეწოდება.
მინდია სალუქვაძე შეხვედრის მონაწილეებს ესაუბრა პროექტის, „მონაწილეობითი GHARRETTE გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვის“, მიზნებზე, რაც ადგილობრივი ხელისუფლების, საზოგადოების და ეროვნული სააგენტოების ერთობლივი ძალისხმევით უნდა მოხდეს. ეს კი რეგიონის მიმზიდველობას გააათმაგებს.
მან, ასევე, კონკრეტულად ისაუბრა ევროკავშირის მიერ გაცხადებული კონკურსის არსზე, რაც ყველა სექტორს შორის თანამშრომლობას ითვალისწინებს.
_ ჩვენც ვიფიქრეთ და მივედით დასკვნამდე, რომ გურია გაჩენილიყო ტურისტულ რუკაზე. იდეის არსი სწორედ ეს არის, _ თქვა მან.
ტურისტულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა დასვეს მრავალი კითხვა, რაც მათ აინტერესებდათ. რაც მთავარია, მათ განემარტათ, რომ ეს არ არის ბიზნესზე ორიენტირებული კონკურსი. ის ტიპიურ სამოქალაქო საწყისებზეა დაფუძნებული და საზოგადო ინტერესს უნდა გამოხატავდეს.
პროექტში მონაწილე რიგითი მოქალაქეებისთვის, რომელთაც შესაბამისი გამოცდილება არ აქვთ, დღეიდან სამი დღის ვადით, ტრენინგი დაენიშნათ. პროექტები კი თვის ბოლოს უნდა წარადგინონ.