დაუდგენელმა პირებმა ბათუმი-თბილისის მატარებელი მოხატეს.
ფაქტს საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციამ ვანდალური უწოდა, აღნიშნულის შესახებ განცხდება გააკეთა და დამნაშავეთა გამოსავლენად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.
”ვანდალური ფაქტი რკინიგზის სადგურში. გვიან ღამით, პირველ ლიანდაგში მდგომი შტადლერის ორსართულიანი მატარებელი (Stadler Kiss) დაუდგენელმა პირებმა დააზიანეს, კერძოდ, მეოთხე ვაგონის კედელი სრულად მოხატეს. განრიგის მიხედვით, ღამით მატარებელი ბათუმის სადგურში 9 საათი დგას. სწორედ ამ პერიოდში მოხდა აღნიშნული დანაშაული”, _ წერია განცხადებაში
საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე მიმართეს.
უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.