ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა გაერთიანებულ სხდომაზე ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა ხელისუფლება ,,ქართულ მარშთან“ გარიგებაში დაადანაშაულა. ამასთან, სამადაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძეს მოუწოდა უპასუხოს კითხვას, რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ ამ ფაშისტური ჯგუფების დასამარცხებლად.
,,ძალიან უხერხულია, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრი კონკრეტულ შეკითხვას, უნდა განახორციელოს თუ არა სახელმწიფომ ადეკვატური ძალისხმევა, რომ დაუპირისპირდეს ამ ქვეყანაში მოთარეშე ფაშისტურ ჯგუფებს, რომლებიც „ქართული მარშის“ სახელით რეალურად ახორციელებენ რუსეთის დაკვეთას, ვერ სცემს პასუხს და საუბრობს წინა ხელისუფლების ქმედებაზე. ამ ხელისუფლების წარმომადგენელი იყავით თქვენ, ვერა ქობალიას მოადგილე ბრძანდებოდით. ვერ გვცემთ პასუხს ამ კითხვაზე, რადგან თქვენგან არის ეს ჯგუფები მართული და თქვენი მიზნებისთვის იყენებთ ამ ჯგუფებს“, _ მიმართა სამადაშვილმა ჯანელიძეს.
მიხეილ ჯანელიძემ სალომე სამადაშვილის საპასუხოდ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის ებრძოდა და მომავალშიც წინააღმდეგობას გაუწევს ფაშისტურ ჯგუფებს.
,,რაც შეეხება რადიკალური ჯგუფების არსებობას, ამასაც სჭირდება მართვა და რა თქმა, უნდა სახელმწიფო გადადგამს იმ ნაბიჯს, რომ თავიდან იყოს აცილებული რადიკალიზაცია“, _ განაცხადა ჯანელიძემ.
„ჩემთვის და მთავრობისთვის მიუღებელია ქვეყანაში ფაშისტური ჯგუფების არსებობა და ყოველთვის მიუღებელი იქნება. რაც შეეხება რადიკალური ჯგუფების არსებობას, ამასაც სჭირდება მართვა და რა თქმა უნდა, სახელმწიფო გადადგამს იმ ნაბიჯს, რომ თავიდან იყოს აცილებული რადიკალიზაცია, რადიკალუარ ჯგუფებს შორის დაპირისპირება და რა თქმა უნდა, პირველ რიგში, რუსეთის ინტერესების გატარება საქართველოში“,_განაცახდა ჯანელიძემ.