ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა გაერთიანებულ სხდომაზე მმართველი გუნდის წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა ევროპაში ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
,,ძალიან განსხვავებული ხედვა გვაქვს ევროკავშირში წევრობასთან დაკავშირებით, ყოველ შემთხვევაში, მე და ჩვენს ოპონენტებს. ევროკავშირის წევრობა არ არის კლუბის წევრობა. ელიტისტური დამოკიდებულებაა, რომ ელიტარისტული კულტურის წევრები უნდა გავხდეთ, ევროპაში ინტეგრაციის პროცესი არა ნაკლებ მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ პროცესის შედეგად ხდება ქვეყნის ტრანსფორმაცია, ინსტიტუტების ტრანსფორმაცია, საზოგადოების წესრიგის ტრანსფორმაცია და ასე შემდეგ. წევრობა არის, უბრალოდ, ლოგიკური დასასრული. თუ ჩვენ ამ პროცესს არასწორად მივუდგებით, მთელი ინტეგრაციის პროცესი თავის შინაარსს დაკარგავს“, _ განაცხადა ნაცვლიშვილმა.