სირიის ქალაქ სარაქებიში თებერვალში მომხდარი საომარი ქმედების დროს ქლორი გამოიყენეს. ამის შესახებ USATODAY ქიმიური იარაღის მაკონტროლებელ ორგანიზაციაზე დაყრდნობით იუწყება.
როგორც ცნობილია, ქიმიური იარაღის გამოყენების ამკრძალავი ორგანიზაცია ასევე იძიებს აპრილში სირიის ქალაქ დუმაში მომხდარ თავდასხმას, რომლის დროსაც, სავარაუდოდ მომწამვლელი გაზი გამოიყენეს.






























































