თბილისის საკრებულოს სხდომაზე „ვარდების რევოლუციის მოედანს“ სახელი გადაარქვეს და „პირველი რესპუბლიკის“ სახელი მიანიჭეს. სახელის გადარქმევას საკრებულოს 30-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია ენმ–ს და “ევროპულ საქართველოს”.
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ ვარდების მოედნისთვის სახელის შეცვლასა და მისთვის პირველი რესპუბლიკის სახელის მინიჭების საკითხზე დადებითი რეკომენდაცია გასცა.