“გურია ნიუსის” ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში მცხოვრები ს.მ. პოლიციამ ქალაქის ტერიტორიაზე აიყვანა.
შსს საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, უწყებაში შევიდა შეტყობინება, რომ სოფელ გურიანთაში მოხდა ცეცხლსასროლი იაღაღიდან გასროლა. ამ ეტაპზე დაკავებული არავინაა, მიმდინარეობს აღნიშნული პიროვნების გამოკითხვა და გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
ს.მ-ს შესახებ “გურია ნიუსი” უკვე რამდენჯერმე წერდა კარიერების თემასთან დაკავშირებით. ის ბიზნესმენია და ფლობს რამდენიმე კარიერს.