“მივმართე სააკაშვილს და რულოვსს, მაგრამ ყური არ მათხოვეს. მე მათ შვილი დავულოცე სამშობიაროში, მათ კი ხელიდან გამომაცალეს. მივმართე გვარამიას და კიდევ ბევრს, მაგრამ არავინ დამეხმარა. მე არ მაქვს ადვოკატის ფული და არც მოვკვმდარვარ, ეს მართლმსაჯულება მოკვდა”, _აცხადებს ერთ-ერთი შვილმკვდარი დედა.
აქცია პარლამენტის წინ გრძელდება და აქ შეკრებილი საზოგადოება სოლიდარობას უცხადებს ზაზა სარალიძეს. ისინი სისტემის შეცვლას და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.