დილით, მეტროში მისულ მოქალაქეებს მეტრო დაკეტილი დახვდათ. მეტროპოლიტენის თანამშრომლები ხელფასის გაზრდის მოთხოვნით დილის 6 საათის შემდეგ გაფიცულები არიან. მოქალაქეები ჩვენთან საუბრისას ამბობენ, რომ გაფიცვის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდნენ.
მეტროს თანამშრომლების ხელფასების 45% პროცენტით გაზრდას და 2013 წლის სახელფასო ნიშნულზე დაბრუნებას ითხოვენ.
თბილისის მერი კახა კალაძე კი მეტროს მემანქანეებს შანტაჟში ადანაშაულებს. მერია ხელფასის მატების შესახებ მემანქანეთა მოთხოვნის შესრულებას არ აპირებს.