პარლამენტის წინ შეკრებილი საზოგადოება ტრიბუნაზე პოლიტოკოსების გამოჩენას ითხოვენ, რომლებსაც ჯერ, რაც აქცია დაიწყო, ხალხისთვის არ მიუმართავთ. ტრიბუნაზე ერთმანეთს შვილმკვდარი მშობლები ცვლიან და პარლამენტთან შეკრებილ ხალხს თავიანთ სატკივარს უზიარებენ.
შეკრებილები შსს-ს და იუსტიციის მინისტრების გადადგომასთან ერთად, განათლების მინისტრის გდადგომასაც ითხოვენ.
“ბ-ნო ჩხენკელო, ათასობით სტუდენტი იდგა აქ წვიმაში აქციაზე და სად იყავით თქვენ, ვისი მინისტრი ხართ”, _განაცხადეს აქციაზე.