ფილმის ყურებაში ისე გაერთეთ, რომ ჩაიდანი სულ გადაგავიწყდათ. წყალი კი ადუღდა და გაციებაც მოასწრო. რა პრობლემაა, ხელმეორედ აადუღებთ.
იცით რა ხდება, როცა ანადუღარ წყალს თავიდან წამოადუღებთ? ამას სკოლებში არ ასწავლიან, მაგრამ აუცილებლად უნდა იცოდეთ.
ჩვეულებრივ, გადადუღებული წყალი ბევრად უფრო უსაფრთხოა დასალევად, მაგრამ როცა მას ხელმეორედ გააცხელებთ და წამოადუღებთ, წყლის შემადგენლობა მხოლოდ და მხოლოდ უარესობისკენ იცვლება, წარმოიქმნებიან კომპონენტები, რომლებიც ფტორს, დარიშხანს და ნიტრატებს შეიცავენ.
წყალში შემავალი დარიშხანი ინტოქსიკაციას იწვევს. ის ნელ-ნელა გროვდება ორგანიზმში და შეუქცევად პროცესებს იწვევს, ვითარდება პერიფერიული ნეიროპათია, კუჭ-ნაწლავის სისტემის მოშლა, შაქრიანი დიაბეტი, თირკმელების მუშაობის მოშლა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და კიბოც კი.
ფტორს ადამიანი, ძირითადად, სასმელი წყლიდან იღებს. როცა წყალს მეორედ წამოადუღებთ, ფტორის ნაერთები ფტორიდებად გარდაიქმნებიან.
ჰარვარდის უნივერსიტეტის კვლევების თანახმად, ფტორიდები ბავშვებში ნეგატიურ ნევროლოგიურ ეფექტებს და გონებრივი განვითარების შეფერხებას, ხოლო ქალებში კი უნაყოფობას იწვევენ.
ნიტრატები ყველგანაა, ნიადაგის, წყლის და ჰაერის ჩათვლით, მაგრამ საშიშ ფორმას მაშინ იღებენ, როცა ჩვენს ორგანიზმში, თერმული დამუშავების გზით და დიდი რაოდენობით ხვდებიან. მაღალ ტემპერატურაზე ნიტრატი ნიტროზამინად გარდაიქმნება, რომელიც კანცეროგენია.
ნიტრატები იწვევენ ლეიკემიას, მსხვილი ნაწლავის კიბოს, შარდის ბუშტის პრობლემებს, საყლაპავი მილის კიბოს, კუჭის და კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებებს.