“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბესო ქათამაძე ექსპერტიზაზე ბათუმში ჰყავდათ სამართალდამცავებს წაყვანილი.
“სამართალდამცავებს ვყავდი ექსპერტიზაზე ბათუმში. მარჯვენა ფეხზე მაქვს დაზიანებები, სისხლჩაქცევები. ეს მოხდა მაშინ, როდესაც გავითიშე და აქედან გამომდინარე, არ ვიცი, ვინ მირტყამდა. სამ დღეში იქნება დასკვნა და ყველაფერი ნათელი იქნება“, _ გვითხრა ბესო ქათამაძე.
ამ ფაქტის შემდეგ ოზურგეთში საუბრობენ, რომ ბესო ქათამაძის ცემის საქმესთან დაკავშირებთ, შესაძლოა, სხვა პირებსაც მოუწიოთ მართლმსაჯულების წინაშე წარსდგომა. ამ დროისთვის “ნაცმოძრაობის“ დეპუტატები შიმშილობას აგრძელებენ. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, მოშიმშილეების რიცხვის გაზრდა არ იგეგმება.
“ხალხის შემომატება არ იგეგმება, ჩვენ ვართ დეპუტატები, რომლებიც საკრებულოში მოხვდით და აქედან გამომდინარე, ჩვენ ვითხოვთ პოლიტიკური პროცესები გადმოტანილი იყოს საკრებულოში. საკრებულომ უნდა აიღოს თავისთავზე, რაც ხდება დღეს ოზურგეთში“, _ ამბობს ბესო ქათამაძე.
კითხვაზე _ დაინიშნება თუ არა რიგგარეშე არჩევნები, რა მოლოდინი აქვს ბესო ქათამაძეს? _ დეპუტატი გვპასუხობს, რომ ამის მოლოდინი არ აქვს.
“სიმართლე გითხრათ, ამათ ხელში არაფრის მოლოდინი არ მაქვს. ადამიანები, რომლებიც ვერ აცნობიერებენ თავიანთ ქმედებას, იმ პოლიტიკურ ტვირთს, რასაც მოსახლეობის წინაშე იღებენ, მოლოდინებზე საუბარი აქ გადაჭარბებულია“, _ გვითხრა ქათამაძემ.