ნაციონალური მოძრაობის წევრის მურთაზ ზოდელავას განცხადებით, ბესო ქათამაძის ცემა იყო მკვლელობის მცდელობა და ამით ოპოზიციური პარტიის სხვა წევრების გააფრთხილეს.
_ 125 დეპუტატი ჰყავს “ნაციონალურ მოძრაობას საკრებულოებში და ეს მათთვის გაფრთიხლებაა, მაგრამ ჩვენ არ შევუშინდებით. არ მივცემთ ივანიშვილს იმის საშუალებას, რომ 25 წლით უკან დაგვაბრუნოს. დიახ, “მანტიროვკებს” 25 წლის უკან ურტყამდნენ. ამან, რომელსაც უნდა მისი ყმები ვიყოთ, კი დაგვხვია 15 წლით უკან, მაგრამ არ მივცემთ საშუალებას, რომ 25 წლით უკან დაგვაბრუნოს, _ განაცხადა ზოდელავამ.
მისივე თქმით, არჩევნებზე, ბიულეტენში ხუთიანის შემოხაზვა ივანიშვილისთვის იქნება სილის გარტყმა და ამას ისინი აუცილებელად გააკეთებენ.