ამ წუთებში, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია უფლებადამცველ ზვიად კუპრავას უსმენს. კუპრავამ სხდომის დაწყებისას პარლამენტარებს შეახსენა, რომ ისინი არა გომელაურის ბოტები და ფეიკები, არამედ მაღალი თანამდებობის პირები არიან. ამასთან, კუპრავა დაინტერესდა, თუ რა გაარკვიეს დეპუტატებმა მისი წარსულის შესახებ.
,,კომისიის შემადგენლობაში არიან ბატონი ანრი ოხანაშვილი და ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, რომლებიც აქტიურად იკვლევდნენ ჩემს წარსულს და მე მინდა ვკითხო მათ რამე თუ გაარკვიეთ ჩემი წარსულის შესახებ. თქვენ არა ხართ გომელაურის ბოტები და გომელაურის ფეიკები, თქვენ ხართ სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირები“, _ მიმართა კუპრავამ დეპუტატებს.