საქართველოს პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს, სადაც მთავარი პროკურორობის კანდიდატს, შალვა თადუმაძეს უსმენენ.
მმართველი გუნდის წარმომადგენელი, ენძელა მაჭავარიანი თადუმაძის განათლებით დაინტერესდა.
,,იმის გამო, რომ ჩვენ გვაქვს ერთადერთი პროფესია გენერალური პროკურორის, რომელიც მოითხოვს განსაკუთრებულ განათლებას, მხოლოდ ამ პროფესიის ადამიანს უწერია, რომ უნდა იყოს სისხლის სამართლის იურისტი, მე პირადად თქვენ ნებისმიერ თანამდებობაზე, მათ შორის, პრემიერმინისტრად, უსიტყვოდ დაგიჭერდით მხარს და ამ კითხვას არ დავსვამდი. სიტყვაზე ვამბობ, იმიტომ თქვენ ამ ნდობას, როგორც ადამიანი ნამდვილად იმსახურებთ, მაგრამ მე მინდა, უფრო მეტი მითხრათ თქვენი პროფესიის შესახებ“,_მიმართა მაჭავარიანმა თადუმაძეს.
დღეს, საქართველოს პარლამენტი, რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე მთავარ პროკურორად შალვა თადუმაძის კანდიდატურას დაამტკიცებს. ოპოზიცია თადუმაძის კანდიდატურას უნდობლობას უცხადებს.